საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია გაიმართა თემაზე „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „მობილობა ქალაქებისთვის“ პროგრამის დირექტორი მარტინა კოლბი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.

დისკუსიის ნაწილშიაქტიურად ჩაერთო ნინო კორინთელი, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მკვლევარი. ის ონლაინ შეხვედრაზე დამოუკიდებელ კონსულტანტად მონაწილეობდა წარმოდგენილ კვლევაში და მისი თანაავტორია. მან პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას(განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის) და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი “სოხუმის” მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ფოკუსირდება ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარების ბარიერებზე, ამ ორ კვლევას აერთიანებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ (განათლება, პროფესიული ზრდა და დასაქმება) და ხელის შემშლელ (მაგ: გადაადგილების შეზღუდვა ფონდი სოხუმის კვლევაში განხილულია, როგორც განათლების მიღების ბარიერი)  ფაქტორებზე აქცენტირება.

25 მარტს ZOOM პლათფორმის საშუალებით „ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპული ქსელის (WAVE )“ მიერ გამართულ ონლაინ ვებინარზე მიიღო მონაწილეობა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო WAVE-ის კვლევა - „ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება კოვიდ 19-ის კონტექსტში“.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ქვეყნების წამომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი, ეროვნული გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს, რაც თან ახლავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების პროცესს პანდემიის პირობებში.

Untitled 1ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ  მონიტორინგის ახალ ანგარიშს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური პროგრამები და გენდერული ბიუჯეტი“. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ორგანიზაციის სამიზნე 12 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტებში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამები და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ადგილობრივი პოლიტიკა. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და მათი ანალიზის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ასევე სამხარეო ადმინისტრაციის საყურადღებოდ. 

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამ ვიდეორგოლში ერთგვარი სამკუთხედია შეკრული: ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც თავის გულისტკივილს გვიზიარებს; სახელმწიფოს კანონი, რომელიც ძალადობისაგან იცავს ქალს და საზოგადოება - რომელიც გმობს ძალადობას.

დამაფიქრებელია: სევდით და სინანულით სავსე მონოლოგი, რომელსაც მსახიობი მაგდანა ჩიხლაძე კითხულობს. საზოგადოება, რომელსაც დათო ლიკლიკაძე წარმოადგენს - ცნობილი ჟურნალისტი და აქტივისტი. ის გამოხატავს პროტესტს ძალადობის მიმართ და სოლიდარობას უცხადებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს!

ჩვენი სათქმელია: ერთად - ძალადობის წინააღმდეგ!

ძალადობის მსხვერპლი ქალის მონოლოგი რეალურია. ამოღებულია ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის მომზადებული პუბლიკაციიდან „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

Untitled 2„მასწავლებლისგან გამიგონია ფრაზა: „ეს საქციელი გოგოს არ შეჰფერის“, თუმცა იქვე მოსწავლისგან პასუხი იყო ასეთი: „მასწავლებელო, საქციელს სქესი არ გააჩნია“ - პუბლიკაციაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ეს სიტყვები.

ფონდი „სოხუმის“ ახალ გამოცემაში გაანალიზებულია ჩატარებული კვლევის  შედეგები.

კვლევამ მოიცვა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, განათლებისა და გენდერის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სკოლებში, მშობლები და ყოფილი მოსწავლეები. გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, გამოყენებულ იქნა ამ საკითხზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები.

მონიტორინგით გამოკვეთილმა სურათმა ნათლად დაადასტურა სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიზნობრივი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმი“ აქტიურადაა ჩართული 16-დღიან გლობალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

გთავაზობთ თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებულ ვიდეოს, სადაც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი. ასევე მოისმენთ ძალადობის მსხვერპლის რეალურ ისტორიას ფონდი „სოხუმის“ კვლევიდან - „COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ენდი ძიძავა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია.  არა - ძალადობას! - ამბობს ის ამ ვიდეორგოლში.

მარიამ რობაქიძე ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მსახიობია და ვიდეორგოლში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორიას გვაცნობს. მას არაერთხელ უთამაშია სცენაზე მსხვერპლი ქალის როლი და მსგავსი ამბავიც ბევრჯერ მოუსმენია.

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ძალადობის მსხვერპლი ქალის ეს მონოლოგიც რეალურია. ამოღებულია ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის მომზადებული პუბლიკაციიდან „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები