შემაჯამებელი ვორკშოპები კონფლიქტების მართვის თემაზე

1 2 3

გრძელდება შემაჯამებელი ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში.

ხონში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საპრეზენტაციოდ შეარჩიეს კონფლიქტების ანალიზი „კონფლიქტის ხის“ მეთოდით.  ანალიზის დროს რეალური  ისტორია გამოიყენეს,  რამაც  დისკუსია საინტერესო გახადა. 

ფოთში  მონაწილეებმა პრეზენტაციები ჯგუფური მუშაობით წარმოადგინეს: კომუნიკაციის და მოლაპარაკების მნიშვნელობა კონფლიქტის მართვის დროს.

ქუთაისელმა ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე გააკეთეს: „პიროვნული კონფლიქტების მართვა“, „გენდერული თანასწორობა“, „ფასილიტაცია“. განსაკუთრებით მაღალი იყო მონაწილეთა ჩართულობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლა, სენაკი, განმუხური - ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები

1  3 4 5 6 2

54 ახალგაზრდა შეიკრიბა ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელ შეხვედრებზე თერჯოლაში, სენაკსა და განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ხუთთვიანი მუშაობის დროს განხილული იყო კონკრეტული თემები: გენდერული ძალადობის ფორმები და სახეები, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალადობის პრევენციისთვის, ტოლერანტობა, ძალადობა ახალგაზრდებს შორის. ლიდერებმა პრეზენტაციისთვის სწორედ ეს თემები ამოირჩიეს. გაიმართა აქტიური დისკუსიები, ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, ინფორმირებულობა, გამოცდილება, რაც ახალგაზრდული კლუბის ეფექტური მუშაობის შედეგია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი ვორკშოპები ახალგაზრდებთან სენაკში, თერჯოლასა და ზუგდიდში

1 2 3

სენაკში, თერჯოლასა და ზუგდიდში ახალგაზრდების ჯგუფებთან შემაჯამებელი ვორკშოპები გაიმართა. შეხვედრებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

ახალგაზრდების ჯგუფებთან  ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსიები ისეთ თემებზე, რომლებიც კონფლიქტების მართვას ემსახურება: კონფლიქტების ანალიზი, მოლაპარაკება, კომუნიკაცია, შინაგანი კონფლიქტები, გენდერული თანასწორობა.

შეხვედრების მონაწილეებმა პრეზენტაციებით, ინტერაქტიული ჩართულობით და დისკუსიით შეაჯამეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათი შეფასებით, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული ინფორმაციებითა და შეძენილი უნარ-ჩვევებით უფრო ადვილია კონფლიქტების მართვა.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბიჭებმა შეაფასეს თავიანთი მუშაობა

1 2 3

 4 5

სენაკის, თერჯოლისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ვაჟებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრები განსხვავდებოდა წინა შეხვედრებისაგან. ამჯერად თავად მონაწილეები აკეთებდნენ პრეზენტაციებს - ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ტრენერმა ბიჭები ორ გუნდად გაანაწილა. მათ უნდა ეპასუხათ კითხვებზე: საჭიროდ მიაჩნიათ თუ არა მსგავსი მუშაობა მოზარდებთან, თუ ისურვებდნენ ასეთი ტიპის შეხვედრების ჩატარებას, სამიზნე აუდიტორიად რომელ კატეგორიას შეარჩევდნენ და სხვა.

საბოლოო ჯამში, ბიჭებმა თავად შეაფასეს ჩატარებული მუშაობა და ახალი შეხვედრების სურვილი გამოთქვეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟებთან შეხვედრები თერჯოლაში, წყალტუბოში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში

1 2 3 4 5

ვაჟებთან შეხვედრების ახალმა 6-თვიანმა ციკლმა დაიწყო ათვლა. ახალი სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა თერჯოლის, წყალტუბოს, ფოთის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ჯგუფებში აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდები გაერთიანდნენ. პირველ შეხვედრებზე მათ იმსჯელეს ძალადობის საკითხებზე, მის პრობლემურობაზე. ვაჟები აანალიზებენ პრობლემის სიმწვავეს და აქვთ საკუთარი შეხედულებები, თუ როგორ უნდა შემცირდეს ძალადობა. რაც ყველაზე მთავარია, შეხვედრების მონაწილეებს ახალი ინფორმაციების მიღების და ძალადობის პრევენციაში ჩართვის დიდი სურვილი აქვთ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები