შეხვედრები ვაჟებთან თერჯოლაში, ზუგდიდში, ფოთში

1 2 

  5 643

მორიგი შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან თერჯოლის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების უდიდესი ნაწილები დაეთმო გენდერული საკითხების განხილვას. ბიჭები ყურადღებას ამახვილებდნენ საკუთარ როლზე  თანასწორობის მიღწევაში. პრობლემური საკითხების ანალიზის დროს ისინი აღიარებდნენ, რომ აუცილებელია მამაკაცების დამოკიდებულების შეცვლა ქალთა უფლებების მიმართ. გამოყენებული სავარჯიშოები ვაჟებისთვის საინტერესო იყო და ხელს უწყობდა მათი მოტივაციის ამაღლებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ფასილიტაციის თემაზე ხონში, წყალტუბოში, სენაკში

1 2 3

ახალგაზრდების ჯგუფებთან ხონში, წყალტუბოსა და სენაკში ვორკშოპები გაიმართა თემაზე: მოლაპარაკება, ფასილიტაცია - როგორც კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტი.   

ვორკშოპებზე მიღებული ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დისკუსიისას დააფიქსირეს, რომ პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენებენ ფასილიტაციის უნარ-ჩვევებს. ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება შეამცირებს კონფლიქტების რიცხვს, რადგან მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელია კონფლიქტების ადრეულ სტადიაზე გადაწყვეტა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები ფოთში, თერჯოლაში, დიდი ნეძში

1 2 3 4 5

ფოთის საჯარო სკოლაში, თერჯოლის კერძო სკოლასა და დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.

გენდერული ძალადობა, ფორმები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის -  ასეთი იყო შეხვედრების თემა.

ძირითადი თემის განხილვის შემდეგ იყო ჯგუფური თამაშები, ძალადობის სცენების წარმოდგენა: ძალადობა ოჯახში, სკოლაში, ცოლ-ქმრული კონფლიქტები. მოზარდებმა  დამოუკიდებლად იმუშავეს, ბევრი პირველად მონაწილეობდა მსგავს აქტივობაში. მათ კარგად დაინახეს ძალადობის ფორმები და ნეგატიური შედეგები. ისიც გაიგეს, როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ძალადობისგან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონი, წყალტუბო, სენაკი - ახალგაზრდული კლუბები შეცვლილი ფორმატით

1 2 3

გულახდილობა, სითამამე, პრეზენტაბელურობა - ეს არის ის ძირითადი უნარ- ჩვევები, რომლითაც გამოირჩევიან ახალგაზრდული კლუბის წევრები. 

გენდერული ძალადობასა და დაცვის მექანიზმებზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ხონში, წყალტუბოსა და სენაკში.

ცვლილებები მოხდა შეხვედრის ფორმატში - აქტივობებს დაემატა როლური თამაშები - იმიტირებული სცენები. მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალური თემა აირჩიეს: ბულინგი, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. ეს ის პრობლემებია, რომლებიც მოზარდებს აწუხებთ და იციან, რომ მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი უკეთესი გარემოს შექმნა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები მოლაპარაკების თემაზე ფოთში, თერჯოლასა და ზუგდიდში

1 2 3

- რას ნიშნავს მოლაპარაკება, როგორ მოვილაპარაკოთ, რომ კონფლიქტამდე საქმე არ მივიდეს, ვინ არის ფასილიტატორი - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ფოთში, თერჯოლასა და ზუგდიდში ახალგაზრდების ჯგუფებთან.

მუშაობისას გამოყენებული იყო როლური სავარჯიშოები. მონაწილეები იმიტირებული წარმოდგენებით ცდილობდნენ მოლაპარაკებათა პროცესის წარმართვას, მედიატორის როლისა და ფუნქციის გათავისებას. ისინი თვლიან, რომ მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტურად აწარმოონ მოლაპარაკება და შეძლონ კონფლიქტების მართვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები