ხონი, ფოთი და ქუთაისი - შემაჯამებელი შეხვედრები ვაჟებთან

1 2 3 4 5 7 6 8

ხონის, ფოთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში ვაჟებთან მუშაობაშეაჯამეს. შემაჯამებელი შეხვედრების მთავარი მიზანი იყო, ვაჟებს გაეკეთებინათ მოხსენებები და ეჩვენებინათ, რამდენად კარგად ერკვევიან განვლილ საკითხებში. ისინი თამამად წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე და გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შეხვედრების ბოლო ნაწილი დაეთმო უკუკავშირს და ჯგუფურ სავარჯიშოს. ვაჟებს სურვილი აქვთ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებსგაუზიარონ თავიანთი ცოდნა.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrotfür die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

ხუთთვიანი მუშაობის შედეგი წყალტუბოში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში

1 2 3 4 5 

6 7

„ჩემს მოსწავლეებს ვერ ვცნობ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგი,“ - აღნიშნა ერთ-ერთი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.

ცვლილებები ეტყობა ახალგაზრდული კლუბების ყველა მონაწილეს. როგორც თავად ამბობენ, მოსწონთ თემები, უფრო გააქტიურდნენ და მუშაობის სტიმული აქვთ.

კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები თვითონ ახალგაზრდებმა ჩაატარეს. გამოიყენეს ყველა მეთოდი, რომლითაც საინფორმაციო შეხვედრებზე მუშაობდნენ: ინტერაქტივი, ჯგუფური სავარჯიშო, როლური თამაში, დისკუსია, უკუკავშირი.

შეხვედრის ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო. სწორედ ეს იყო წყალტუბოში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ხუთთვიანი მუშაობის შედეგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ვაჟებთან წყალტუბოში, ოზურგეთში, ლანჩხუთში

1 2 3 4 5 6 7

დასრულდა ვაჟებთან მუშაობის ერთი ციკლი. შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა წყალტუბოს (16  ოქტომბერი), ოზურგეთისა (17 ოქტომბერი) და ლანჩხუთის (19 ოქტომბერი) მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების უდიდესი ნაწილი დაეთმო თავად ვაჟების მიერ გაკეთებულ მოხსენებას ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მოიყვანეს მაგალითები და შეკრებილებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა.

შეხვედრის ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სავარჯიშოებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად საჭიროა არაფორმალური შეხვედრები, რომელ კლასებშია უმჯობესი შეხვედრების ჩატარება. დიდი ნაწილის აზრით, მიზანშეწონილია მუშაობა მეექვსე-მეცხრეკლასელებთან, რადგან ამ დროს უყალიბდებათ ბავშვებს სწორი აზროვნება.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები შემაჯამებელი თემებით

1 2 3

- კონფლიქტების ანალიზი, მოლაპარაკება, კომუნიკაცია, თანასწორობა, პიროვნული კონფლიქტები - ამ თემებზე  ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ახალგაზრდულ ჯგუფებთან.

ბოლოს შემაჯამებელი ვორკშოპები გაიმართა. გავლილ თემებზე დისკუსიები ახალგაზრდა ლიდერებმა წარმართეს. შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგებიც. მონაწილეთა შეფასებით, არაფორმალური განათლებით, ინფორმირებით შესაძლებელია კონფლიქტების მართვა და  ურთიერთობის დარეგულირება მოზარდებში.

ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები ხონში, ფოთში, ქუთაისში

1 2 3 4 5 6 7

ხონში, ფოთსა და ქუთაისში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები.

ეს იყო იმ თემების თავისუფალი არჩევანი, რომლებზეც 5 თვის მანძილზე  მუშაობდნენ ახალგაზრდები. მათ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ძალადობის, ტოლერანტობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე.

გაიმართა ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები. მონაწილეები აქტიურად მსჯელობდნენ ძალადობის მიზეზებზე ახალგაზრდებში, ოჯახის როლზე მოზარდის აღზრდაში, სტერეოტიპებსა და საზოგადოების გულგრილობაზე ძალადობის პრობლემების მიმართ.

ორი მონაწილის უკუკავშირი ასეთია:

„მე ძალიან მომწონს არაფორმალური შეხვედრები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე. ამას მე თვითონ ვგრძნობ საკუთარ თავზე“.

„მე გავხდი ძალიან აქტიური, საინტერესო მოსაუბრე. ჩემი მომავალი პროფესია ამ შეხვედრების კურსმა განაპირობა“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები