ახალგაზრდული კლუბები 9 მუნიციპალიტეტში - ინტერაქტივის ფორმატით

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

აქტუალურ თემაზე წარიმართა საინფორმაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ცხრა ახალგაზრდულ კლუბში. იანვარშიც ცხრა მუნიციპალიტეტის სკოლები მოხვდა საინფორმაციო არეალში: დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხაჯალია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი“, ანასეული  (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კუხი (ხონის მუნიციპალიტეტი), თეკლათი (სენაკის მუნიციპალიტეტი), ფოთის მე-11, წყალტუბოს მესამე და ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლა.

საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს ეთიკის და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ინსტრუმენტი ძალადობის პრევენციისთვის.

მნიშვნელოვანი იყო მონაწილეთა აქტიურობა, მათი ჩართულობა როლურ თამაშებში, ინიცირებული წარმოდგენები, გულახდილი საუბრები პრობლემებზე (მშობლების როლი, ნაადრევი ქორწინება, არაჯანსაღი ტრადიციები, მავნე ჩვევები). ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტი გამოხატა განსახილველი თემების მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა შეხვედრა წარიმართა დიალოგის, ინტერაქტივის ფორმატით. ერთ-ერთი  შედეგიც გამოიკვეთა: ქუთაისის კლუბი მზად არის, დამოუკიდებლად იმუშაოს   თანატოლებთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები კონფლიქტის თემაზე ლანჩხუთში, თერჯოლაში, წყალტუბოსა და ხონში

1 2

 3 4

21, 22, 23 და 24 იანვარს, ლანჩხუთის, თერჯოლის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში ჩატარდა ვორკშოპები კონფლიქტის თემაზე.

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა როლებში გაითამაშეს სწორი და არასწორი კომუნიკაციის, მოლაპარაკების გზით მოგვარებული პრობლემის სცენები. გააკეთეს კონფლიქტების ანალიზი და სამომავლო ინიციატივებზე იმუშავეს.

ახალგაზრდების თქმით, ასეთი შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს მათ  ინფორმირებულობას და ლოკალური კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაციის ელემენტები კონფლიქტების მართვაში

1 2 3 4 5

ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს თემა: კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა კონფლიქტების  მართვის დროს. იმიტირებულ წარმოდგენებშიც კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი.

-კონფლიქტების დიდი ნაწილი იწყება არასწორი კომუნიკაციით და მისი მართვაც მხოლოდ კომუნიკაციით არის შეაძლებელი, - ასეთი დასკვნა როლური სავარჯიშოების შესრულების შემდეგ გააკეთეს.

მონაწილეები თვლიან, რომ ასეთი შეხვედრები ეხმარებათ მათ, კომუნიკაციის დამყარებაში და ურთიერთობაში, რაც ამცირებს კონფლიქტებს მოზარდებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟებთან შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8

ვაჟებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის (6 დეკემბერი), თერჯოლის (7 დეკემბერი), ქუთაისის (10 დეკემბერი), სენაკის (12 დეკემბერი), ფოთის (13 დეკემბერი),  წყალტუბოს (14 დეკემბერი), ხონის (17 დეკემბერი), ოზურგეთის (18 დეკემბერი) და ლანჩხუთის (20 დეკემბერი) მუნიციპალიტეტებში. ამჯერად განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხი და გენდერული როლები. იყო ღია დისკუსიები და ჯგუფური სავარჯიშოები. ერთ-ერთი სავარჯიშოს მიხედვით ბიჭებს უნდა გადმოეცათ ქალებისა და მამაკაცების როლი თავიანთ ოჯახებში. მათ აღნიშნეს, რომ ქალები უფრო მეტად არიან დატვირთულები. სავარჯიშომ დაანახა ბიჭებს პრობლემები, უთანასწორობის მიზეზები და მათ  გაიაზრეს საკუთარი როლი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები თეკლათში, ფოთში, წყალტუბოში

1 2

 3 4

ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ფოთსა და წყალტუბოში. თემა - ტოლერანტული საზოგადოება და კავშირი ძალადობასთან.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს ტრადიციებზე, საზოგადოების არატოლერანტულობაზე. მშობლებზე, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან ახალს და არ ეკითხებიან, უნდათ თუ არა ზოგიერთი მახინჯი ტრადიციის დაცვა.

როლურ თამაშებში ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად აირჩიეს აქტუალური თემები. იყო პრეზენტაციები, დისკუსია, ანალიზი. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ყველა ღონისძიებაში. ეს არის შეხვედრების უმთავრესი შედეგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები