თერჯოლა, სენაკი, ოზურგეთი - პირველი ვორკშოპების შედეგები

1 2 3

„თემა აქტუალურია“, „ასეთი შეხვედრები აუცილებელია მოზარდებისთვის“, „შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო, გავიგე, რომ კონფლიქტს დადებითი მხარეც გააჩნია“, „აქ განხილული თემები სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება, რადგან ყოველთვის მიწევს კონფლიქტთან შეჯახება“ - ასე შეაფასეს ვორკშოპები მონაწილეებმა და ამ სიტყვებში იგრძნობა მუშაობის შედეგები.

კონფლიქტის მართვის თემაზე ვორკშოპების ციკლი დაიწყო ქვედა სიმონეთში (თერჯოლა), სენაკის  კერძო სკოლა-ლიცეუმსა და ოზურგეთის №4 საჯარო სკოლაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები თერჯოლაში, თეკლათში, ქუთაისში

1 2 

3 4

ახალგაზრდული კლუბის შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანში“, სოფელ თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის 33-ე სკოლებში.

კლუბის წევრები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართული პრეზენტაციის მომზადებაში. პრეზენტაციებზე წარადგინეს აქტუალური თემები: მშობლების და სკოლის როლი მოზარდის ფორმირებაში, სად ვეძებოთ ძალადობის მიზეზები, ტოლერანტობის პრობლემა ახალგაზრდებში, სქესობრივი აღზრდის კულტურა.  თემები წარმოდგენილი იყო საინტერესო ქეისებით, მაგალითებით, როლური თამაშებით, რაც  აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. მონაწილეები მაქსიმალურად ჩაერთნენ. სამივე შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიურ დინამიკაში, რადგანაც ახალგაზრდებმა შეიგრძნეს სრული თავისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებმა და დირექტორებმა დადებითი შეფასება მისცეს ამ მუშაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შედეგიანი შეხვედრები ახალგაზრდებთან წყალტუბოში, ხაჯალიაში, დიდი ნეძში

1 2 3 4 5

წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლაში, სოფელ ხაჯალიაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

თემების არჩევა, ინტერვიუები პედაგოგებთან და დირექტორებთან, პრეზენტაციები, ინიცირებული სცენების ჩვენება, დისკუსიები - ყველაფერ ამას დამოუკიდებლად გაართვეს თავი კლუბების აქტიურმა წევრებმა.

ამ შეხვედრებმა დაგვანახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათემო სკოლებში თავისუფალი სივრცეების შექმნა. ეს პოზიტიურად მოქმედებს მოზარდებზე - ისინი  მიზანდასახულები ხდებიან, შეუძლიათ კომპლექსების დაძლევა.

მუშაობის კიდევ ერთი კარგი შედეგის  სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ჩართვა და მშობლების დადებითი დამოკიდებულება შეხვედრების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები გვიშტიბში, ნიგვზიანში, ორულუში

 2 3 4 

5 1

ძალიან საინტერესო, საჭირო და გამოსადეგი - ასე შეაფასეს მოსწავლეებმა ვორკშოპები კონფლიქტის თემაზე, რომლებიც 2, 4 და 6 თებერვალს ჩატარდა გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპის მსვლელობაში. მათი თქმით, ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევთ, თამამად დააფიქსირონ თავიანთი აზრები, მიიღონ ცოდნა და შემდეგ სხვებს გაუზიარონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვაჟები შემაჯამებელ შეხვედრებისთვის ემზადებიან

1 2 3 4 5 6 7 8 9

ვაჟებთან შეხვედრისას ძირითადი ნაწილი დაეთმო გენდერული საკითხების განხილვას: მათ როლს პრობლემების მოგვარებაში, ქალთა უფლებების აღიარებას და დაცვას.

შეხვედრის მეორე ნაწილში როლური თამაშები გაიმართა. თამაშები ეხებოდა როგორც სკოლის, ასევე ოჯახური ცხოვრების ამბებს. ეს ნაწილი ბიჭებს ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონთ და ამ დროს საკუთარ თავს რეალურ ისტორიებთან აიგივებენ.

ბოლოს შემაჯამებელ შეხვედრებზე ისაუბრეს, 2-3 ლიდერი ბიჭი შეირჩა, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ.

ვაჟებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის (18 იანვარი), ლანჩხუთის (21 იანვარი), თერჯოლის (22 იანვარი), წყალტუბოს (23 იანვარი), ხონის (24 იანვარი), ფოთის (25 იანვარი), ოზურგეთის (28 იანვარი), სენაკის (29 იანვარი) მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები