კონფლიქტების მართვა - ვორკშოპების თემა

1 2 3 4 5

ვორკშოპის მონაწილეებმა სენაკში, ფოთსა და წყალტუბოში მოისმინეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია კონფლიქტების მართვის დროს.

სავარჯიშოების დროს გამოიკვეთა არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა.  როლური თამაშით მოზარდებმა წარმოადგინეს არასწორი კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი ოჯახური კონფლიქტები.

- მოსმენა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გესმის, ხშირად ძალიან ახლო ადამიანებსაც, მაგალითად, მშობლებსა და შვილებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც უჭირთ ერთმანეთის გაგება. აქ მიღებული რჩევები კი დაგვეხმარება მომავალში, - აღნიშნეს მონაწილეებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები - კამპანიის აქტიური მონაწილეები

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბები, ტრადიციულად, ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), თერჯოლასა და ქუთაისში. საინტერესო და აქტუალურმა თემამ „ტოლერანტული საზოგადოება და კავშირი ძალადობასთან“ გამოიწვია მონაწილეთა აქტიური დისკუსია. ბევრ რამეზე ისაუბრეს: საზოგადოების არატოლერანტულობაზე, უმცირესობების პრობლემებზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე. როლური თამაშებისთვის ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად აირჩიეს თემები, საინტერესოდ წარმოადგინეს, ანალიზიც გააკეთეს და დასკვნებიც გამოიტანეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან

1 2

 3 4

რას ნიშნავს ეფექტური კომუნიკაცია და როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტების მართვის დროს - ამ თემით  ახალგაზრდები განსაკუთრებით  დაინტერესდნენ და ეს ინტერესი დისკუსიისას აქტიურად გამოხატეს ზუგდიდში, თერჯოლასა და ქუთაისში.

მონაწილეების მიერ ნაჩვენებ იმიტირებულ წარმოდგენებში გამოჩნდა, რომ  კონფლიქტები ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში, სამსახურში ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არასწორი კომუნიკაციით.

- თუ გვეცოდინება კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა ბევრად უფრო მარტივი გახდება, - აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდა აქტივისტები ერთვებიან 16-დღიან კამპანიაში

1 2 3 4 5 

 67

- პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობას, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ გარემოში, - ასეთი იყო ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა აქტივისტების განწყობა, რომლებიც ჩაერთნენ კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.  

საინფორმაციო შეხვედრები, ვორკშოპები, აქციები, ფილმის ჩვენება და დისკუსიები - ახალგაზრდა ლიდერების ინიცირებით ამ ფორმატით დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრები. აქტივობებში ჩართული იყვნენ: ქუთაისის  31-ე, სენაკის მე-3, ფოთის 21-ე, ხონის მე-2, ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), დვაბზუს (ოზურგეთი მუნიციპალიტეტი), დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), გუმბრინის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), მეტლახის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები.

ახალგაზრდები მზად არიან, ძალადობის თემაზე დისკუსიები სხვადასხვა ფორმატით მომავალშიც განაგრძონ.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მოლაპარაკება და ფასილიტაცია - ვორკშოპების თემა

1 2 3

- მოლაპარაკება არის ყოველდღიური პროცესი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ურთიერთობა.

- როცა საქმე კონფლიქტების მართვას ეხება, მოლაპარაკება მთავარი ელემენტია.

- ფასილიტაცია, მოლაპარაკება საუკეთესო გზაა კონფლიქტების დასარეგულირებლად.

ასეთი იყო ვორკშოპის მონაწილეთა შეფასება.

ახალგაზრდების აზრით, სწორედ საინფორმაციო შეხვედრებით, დისკუსიებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრება.

დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება, ვორკშოპის მონაწილეებს აქვთ ინიციატივა, სხვადასხვა კლასში გააგრძელონ თემის განხილვა.

შეხვედრები გაიმართა ოზურგეთში, ლანჩხუთში, ქუთაისში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები