თემა: ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში

1 2

თემა: ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში. ამ საკითხზე იყო მსჯელობა ონლაინ ჩართვების დროს ოთხ ახალგაზრდულ კლუბთან (ფოთის 1-ლი, ქობულეთის მე-5, თერჯოლის მე-2 და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლები).

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. ისაუბრეს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ პრობლემებზე, შერეულ ოჯახებზე, საზოგადოების აგრესიაზე „განსხვავებულის“ მიმართ.

მოეწყო ერთგვარი გაცვლითი შეხვედრა - ქობულეთის და ფოთის ახალგაზრდული კლუბები „ერთმანეთს შეხვდნენ“ ონლაინ სივრცეში. საინტერესო იყო მონაწილეების მონაყოლი ამბები შემწყნარებლობაზე, სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოსწავლეების შესახებ. ასეთი შეხვედრები ბევრ რამეზე დააფიქრებს მოზარდებს და სასიკეთოდ ცვლის მათ დამოკიდებულებას აქტუალური პრობლემების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხაჯალია, ლია, ქობულეთი - კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილებზე

1 2 3

„კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“ – ამ თემაზე ჩატარდა ონლაინ ვორკშოპები ხაჯალიას (ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტი),  ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის) №2 და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა გაიგეს, რას ნიშნავს მოგება-მოგება, მოგება-წაგება და წაგება-წაგება, რომელ სიტუაციაში რომელი სტილია უფრო მისაღები, როდის უნდა აარიდო თავი კონფლიქტურ სიტუაციას, როდის უნდა წახვიდე კომპრომისსა თუ თანაშრომლობაზე.

მათ აღნიშნეს, რომ ეს საკითხები მათთვის სიახლე იყო და ყველაფერი გასაგებად აუხსნათ კონფლიქტოლოგმა. მონაწილეები დიდი ინტერესით დაელოდებიან მომდევნო ონლაინ ჩართვას, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგონ ამ აქტუალურ თემაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები კამპანიისთვის ემზადებიან

1 2 3 4 5

ნოემბერში იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კამპანიაში აქტიურად ერთვებიან დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბები. კამპანიის დაწყებამდე ონლაინ სამუშაო  შეხვედრები შედგა ახალგაზრდული კლუბების ლიდერებთან და განიხილეს ღონისძიებების გეგმა. ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო იდეა აქვთ და მათი აქტიურობა გამოჩნდება 16 დღის მანძილზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მელაური, მენჯი, ხაჯალია - მოსწავლეები კონფლიქტის ესკალაციაზე საუბრობენ

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეოგაკვეთილს  კონფლიქტის ესკალაციის თემაზე დიდი გამოხმაურება მოყვა.

ვორკშოპების მონაწილეები წინასწარ გაეცნენ თემას. მერე - ონლაინ მუშაობისას კიდევ უფრო აქტიურად იმსჯელეს მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტის), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებმა. თეორიული მასალის გარდა, მათ პრაქტიკული მაგალითებიც აინტერესებთ,  აღელვებთ არჩევნებთან დაკავშირებული დაძაბულობა, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი.

ვორკშოპების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უცხო ტერმინი იყო „ესკალაცია“,  უკვე იციან მისი არსი და კიდევ უფრო მეტის გაგება უნდათ კონფლიქტების მოგვარებაზე. ისინი ჩაერთვებიან საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის კავშირი სტერეოტიპებთან - ახალგაზრდული კლუბების თემა

1 2 3 5 4 6

მოზარდები ძალადობის თემის განხილვისას ყოველთვის  პარალელს ავლებენ სტერეოტიპებსა და ტრადიციებთან, სადაც ქალს მამაკაცის მორჩილად მოიაზრებენ. სწორედ ამიტომ დააკავშირეთ ეს ორი საკითხი ერთმანეთს ახალგაზრდული კლუბების შეხვედრებზე: გენდერული ძალადობის ფორმები და სახეები. თანასწორუფლებიანი საზოგადოება. ტრადიციები და სტერეოტიპები.“

ყოველი შეხვედრის მერე სულ უფრო იზრდება ჯგუფების მოტივაცია და ძალადობის პრევენციის პროცესში აქტიური ჩართვის სურვილი.

შეხვედრები ონლაინ ჩატარდა ქობულეთის №5, ქუთაისის №12 და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების ახალგაზრდულ კლუბებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები