ესკალაციის თემაზე - ქობულეთის, ლიის, გურიანთას ჯგუფებთან

1 2 3

„მე პირველად გავიგე ტერმინი ესკალაცია“,  „თქვენ ძალიან საინტერესოდ და გასაგებად აგვიხსენით თემა“, „როდის გვექნება მომდევნო შეხვედრა?“- ასეთია მოსწავლეების უკუკავშირი.

კონფლიქტის ესკალაციას მიეძღვნა ვორკშოპები ქობულეთის № 5 საჯარო სკოლის, ლიის  (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №2 და გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მოსწავლეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილი ამ თემაზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. კონფლიქტოლოგმა მესენჯერის ჩათებში გაუგზავნა მათ პატარა მოთხრობები, რომლებშიც  კარგად ჩანს ესკალაციის სტადიები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ ოთხი ვორკშოპი კონფლიქტის საკითხებზე - ფოთი, კოკი, ქვედა სიმონეთი, ქუთაისი

1 2 3 4 5

ოქტომბრის ბოლოს კიდევ ოთხ ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა - ფოთის №4 , კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1 საჯარო სკოლების და ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან. ასე დასრულდა თვის განმავლობაში დაგეგმილი 10 ვორკშოპი.

ვორკშოპების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად განიხილეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები. უსახსრობა, განსხვავებული ღირებულებები, დამახინჯებული ინფორმაცია - ეს მიზეზები ხშირად იწვევს კონფლიქტს მოზარდებში. ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრების შედეგად ისინი სწავლობენ, როგორ აირიდონ კონფლიქტები, ან  მოაგვარონ მშვიდობიანი გზით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ასეთი მუშაობის შემდეგ უფრო მეგობრულები ხდებიან - მელაური, მენჯი, ხაჯალია

1 2 3 4

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ ისინი უფრო  ტოლერანტულები და მეგობრულები ხდებიან.

ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიის (ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგმა მონაწილეებს აუხსნა, თუ რა მიზეზები იწვევს კონფლიქტს და მოსწავლეებმა კონკრეტული მაგალითებიც კი მოიშველიეს.  ყურადღება გამახვილდა განსხვავებულ ღირებულებებზე, რაც, მათი აზრით, ხშირია სხვადასხვა ეროვნების თუ სარწმუნოების ადამიანებთან მიმართებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლა, ფოთი, ფახულანი - დისტანციური შეხვედრები

1 2 3 4

ყველა შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ახალგაზრდები დიდი ინტერესით ჩაერთნენ თემის განხილვაში, მოჰყავდათ მაგალითები, ეძებდნენ მიზეზებს, მოგვარების გზებს...

ონლაინ ჩართვები ჩატარდა თერჯოლის მე-2, ფოთის 1-ლი და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. საუბარი იყო ძალადობის პრობლემებზე მოზარდებში, ძალადობის მიზეზებსა და დაცვის მექანიზმებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბები ხაჯალიაში, ქუთაისსა და სენაკში

1 2 3

თემამ „ძალადობის პრობლემები მოზარდებში“ - გულახდილი საუბრისთვის განაწყო მონაწილეები. ონლაინ შეხვედრები გაიმართა ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის და სენაკის ახალგაზრდულ კლუბებთან. მიუხედავად ინტერნეტის პრობლემებისა, ჩართვები აქტიურად წარიმართა, გაჟღერდა საინტერესო ისტორიები. შეხვედრებზე გამოვლინდნენ ლიდერები, რომლებიც  დამოუკიდებლად მუშაობას გეგმავენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები