მუშაობა ჯგუფებში, სადაც მხოლოდ ბიჭები არიან

1 2 3 4  5 6 7 8 9

მამაკაცის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში - ეს იყო ძირითადი სასაუბრო თემა ვაჟებთან გამართულ მორიგ შეხვედრებზე. მოზარდები საზოგადოების ნაწილად მიიჩნევენ თავს და ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ როლზეც... მათი აზრით, მამაკაცმა ოჯახი უნდა დაიცვას, მონაწილეობა მიიღოს ყველა პროცესში, მათ შორის - შვილების აღზრდაში. ასევეა საზოგადოებაშიც - ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ და ხელი შეუწყონ ჰარმონიულ ურთიერთობებს, არაძალადობრივი გარემოს შექმნას.

მაისში შეხვედრები გაიმართა სენაკის (1 მაისი), ხონის (2 მაისი), ლანჩხუთის (3 მაისი), წყალტუბოს (6 მაისი), ფოთის (7 მაისი), ზუგდიდის (8 მაისი,) თერჯოლის (10 მაისი), ოზურგეთის (14 მაისი), ქუთაისის (15 მაისი) მუნიციპალიტეტებში. მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ჯგუფებში, სადაც მხოლოდ ბიჭები არიან...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტოლერანტობის თემა - გურიანთაში, ნიგვზიანში, ზედა სიმონეთში

1 2 3

შეხვედრის თემა საკმაოდ აქტუალურია: ტოლერანტობის პრობლემა საზოგადოებაში.

ამიტომაც დიდი ინტერესით ჩაერთნენ ახალგაზრდები მუშაობაში, დისკუსიებში. დააფიქსირეს თავიანთი აზრი და ისაუბრეს პრობლემებზე, რომელთაც ყოველდღიურობაში აწყდებიან.

ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ზედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კიდევ სამი შეხვედრა: წყალტუბო, ქუთაისი, ზუგდიდი

1 2 3

კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში. ამჯერად - წყალტუბოს კერძო სკოლა „ოცნებაში“, ქუთაისის 33-ე და სოფელ ერგეტას (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

შეხვედრის თემამ - ტოლერანტობა - გააერთიანა მონაწილეები, თუმცა ყველა ჯგუფი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რაც განსაკუთრებით უნდა ითქვას, კლუბების წევრ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ აგრესია. მათ გამოავლინეს დიდი ინტერესი თემის მიმართ. აღნიშნეს, რომ ტოლერანტობის დეფიციტი კონფლიქტებისა და ძალადობის საფუძველია. ამიტომ ასეთ შეხვედრებს და დისკუსიებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები მოსწავლეებთან წყალტუბოში, ზუგდიდში, ოზურგეთში

1 2 3

სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სოფელ ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთან ერთად კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტილზე იმსჯელეს. თვალსაჩინო პლაკატების, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით მათ გააანალიზეს სიტუაციები, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები.

 „გავიგე, როგორ შეიძლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება,“ „გავეცანი „ოქროს წესს“, „მინდა, რომ მუშაობა გაგრძელდეს“, - ასე შეაფასეს  ვორკშოპები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი, ხონი, ფოთი - ვორკშოპები კონფლიქტის მოგვარების თემაზე

1 2 3

კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტილი და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები - ეს იყო მოსწავლეებთან ჩატარებული ვორკშოპის თემა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებამ მოსწავლეებისთვის თემა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

ვორკშოპები ჩატარდა ქალაქ სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში, სოფელ კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) და ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლებში.

მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს, მათ შორის: რას ნიშნავს ადამიანზე იარლიყის მიკვრა, ემოციების კონტროლის მნიშვნელობა, კონფლიქტის ესკალაციის სტადიები, პრობლემის გადაჭრა მოლაპარაკების გზით.

მათ აღნიშნეს, რომ ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები არა მარტო თვითონ გამოადგებათ, არამედ თანატოლებსაც გაუზიარებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები