5 საინფორმაციო შეხვედრა ახალ კლუბებში

1 2 3 4 5 

6 7

მარტში კიდევ 5 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში - ქუთაისის, ხონის, ფოთის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ეს იყო შეხვედრები ახალ ჯგუფებში, სადაც მარტში ექვსთვიანი მუშაობა დაიწყო.

შეხვედრებით დაინტერესდნენ სკოლების ხელმძღვანელები და სამოქალაქო გაკვეთილის პედაგოგები. რაც მთავარია, მუშაობაში ინტერესით ჩაებნენ  მოსწავლეები. იყო აქტიური ჩართულობა, დისკუსიები, როლური თამაშები, სადაც მოსწავლეებმა ცხოვრებისეული იმიტირებული სცენები წარმოადგინეს. ამ შეხვედრებით გამოჩნდა, რომ მოზარდებისთვის ეს სიახლე საინტერესოა, სახალისოა და აქტიურადაც აპირებენ მუშაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ორულუში, ნიგვზიანში, კონტუათში

1 2 3

 4 5

„გაკვეთილი განსხვავებული და სახალისო იყო.“

„კონკრეტული მაგალითის განხილვით გავიგე ინფორმაციის ნაკლებობას ან დამახინჯებას როგორ შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტი.“

„მიხარია, რომ მომავალ თვესაც შევხვდებით ერთმანეთს.“

აღნიშნეს მოსწავლეებმა ვორკშოპების ბოლოს. შეხვედრები კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების განხილვას მიეძღვნა. ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), კონტუათის (ხონის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებიან შემდეგ შეხვედრებს, რომ ისწავლონ, როგორ აიცილონ თავიდან კონფლიქტები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობის დაწყება ვაჟების ახალ ჯგუფებთან

1 2 3 4 5 6

მარტში ვაჟების ახალ ჯგუფებთან დაიწყო მუშაობა. შეხვედრები გაიმართა წყალტუბოს (4 მარტი), თერჯოლის (5 მარტი) და სენაკის (6 მარტი) მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების პირველი ნაწილი უმეტესწილად გაცნობით ხასიათს ატარებდა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, ხუთთვიანი შეხვედრების გეგმას.

შემდეგ ძალადობის თემის განხილვა დაიწყო. ბიჭებმა ჯერ თავიანთი აზრი გამოხატეს. აღმოჩნდა, რომ ჯგუფებში ლიდერი ბიჭებიც იყვნენ, რომელთაც შედარებით მეტი რამ იცოდნენ. ბოლოს ყველაფერი შეჯამდა, დაფიქსირდა  ძალადობის ფორმები და მათი მოგვარების გზები. გამოვლინდა ბიჭების მოტივაცია, ერთმანეთს აზრები გაუზიარონ და კიდევ უფრო მეტი გაიგონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი ახალგაზრდული ჯგუფები წყალტუბოში, სენაკში, თერჯოლასა და ზუგდიდში

1 2

 3 4

წყალტუბოს, სენაკის, თერჯოლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები.

ეს იყო ახალი გარემო, ახალი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ხუთთვიანი სწავლების კურსს. აქტიურ, მოტივირებულ ახალგაზრდებს მოეწონათ თავისუფალი გარემო, როლური თამაშები, დისკუსია. მონაწილეებმა საინტერესო ისტორიები გაიხსენეს, გულწრფელად ისაუბრეს პრობლემებზე.

დიდი იყო დირექტორების და სამოქალაქო გაკვეთილის პედაგოგების ინტერესი და თანამშრომლობის სურვილი. გაჩნდა იმედი, რომ შეიქმნება აქტიური ჯგუფი, რომელიც სკოლის სავიზიტო ბარათი გახდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მსჯელობა კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე გვიშტიბში, ქვედა სიმონეთში, სენაკში

1 2 3 4 5 6

კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე იმსჯელეს სოფელ გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) I საჯარო სკოლების და სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად. მათი თქმით, ასეთი შეხვედრები საინტერესო და საჭიროა, რათა ისწავლონ კონფლიქტების თავიდან აცილება:

„მე ამ შეხვედრიდან გავიგე კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები.“ „კარგი იქნება, თუ გაგრძელდება ასეთი შეხვედრები.“ „ამ თემაზე საუბარი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კონფლიქტი ყველას გვქონია.“ - ასე აფასებენ მოსწავლეები კონფლიქტის თემაზე ჩატარებულ ვორკშოპებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები