„გურიის“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს ეხება: ახალგაზრდებთან მუშაობის ახალი პერსპექტივები; მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირების ღონისძიებები; რაც მთავარია - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი: საბჭოს წევრი ნია მექვაბიშვილი გენდერულ საკითხებში გამგებლის თანაშემწედ დაინიშნა, რაც, სამომავლოდ, საბჭოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

„სტუმარი სტუდიაში“ - ამ რუბრიკით რადიო „რიონში“ ორი გადაცემა გავიდა აქტუალურ თემებზე – გენდერული კომპონენტების დანერგვა აღზრდის პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის შეცვლა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში.
ოზურგეთელი ჟურნალისტები გენდერის მედია ცენტრში შეიკრიბნენ. მათ ინტერესით მოისმინეს სიახლეეები, რომლებიც ბოლო, თებერვლის შეხვედრის შემდეგ მოხდა ოზურგეთის, სენაკისა და ქუთაისის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებში.
