საინფორმაციო ბიულეტენის მესამე ნომერი

იანვრიდან დაიწყო განხორციელება ახალი პროექტისა „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში გამოდის ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აჯამებს თვის განმავლობაში ჩატარებულ აქტივობებს, აქტივობებში ჩართული ადამიანების რაოდენობას,  მიღწეულ შედეგებს.
ბიულეტენის მესამე ნომრის მიხედვით, მარტში ჩატარდა 82 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 995 ადამიანმა.
მიღწეულია გარკვეული ცვლილებები და უკეთესობისკენ შეიცვალა რამდენიმე ქალის ცხოვრება.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ნაადრევი ქორწინების თემა - რადიო „თავისუფლების“ „გენდერულ ამბებში“

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მარტში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე ერთ-ერთი სადისკუსიო ვექტორი - ნაადრევი ქორწინება და მისი თანმდევი შედეგები იყო.
რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ სწორედ ამ თემას აგრძელებს. საქართველო მოლდოვას შემდეგ მეორე ადგილზეა ნაადრევი ქორწინების კუთხით. გენდერული საბჭოს მიერ გადაცემაში მოწვეული ექსპერტები, ფსიქოლოგები, უფლებადამცველები საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა.უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 1 აპრილიდან საქართველოში დასჯადი ხდება არასრულწლოვანზე დაქორწინება.
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

სიუჟეტი „ეგრისზე“ - ძალადობის პრობლემის შესახებ

{youtube}5qdziqAKsYU{/youtube}

ტელეკომპანია „ეგრისის“ (სენაკი) ეთერში გავიდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, მის სოციალურ მასშტაბებსა და საფრთხეს. ეს აქტუალური თემაა სენაკისთვის, თუმცა ჯერ კიდევ კერძო პრობლემად მიიჩნევა.
როგორ ეხმაურებიან სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საზოგადობის წარმომადგენლები, თვითმმართველობის წევრები ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას - 2015 წელი გამოცხადდეს ქალთა წლად.
სიუჟეტი წარმოადგენს არსებულ სურათს და პერსპექტივებს - ქალის მეტი სოციალური დაცვისა და პრევენციული ზომების მიღების თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტი - ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე

„გენდერული ამბები“ რადიო „თავისუფლების“ ბათუმის სტუდიიდან მოგვითხრობს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ღონისძიებაზე   - მრგვალ მაგიდაზე „თაობათა დიალოგი - გენდერული და ჰარმონიული საზოგადოებისათვის“.  მონაწილეები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს თაობათა შორის სრულფასოვანი კომუნიკაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
რას ნიშნავს გენდერული განათლება, რატომაა ასე მნიშვნელოვანი გამოცდილების გადაცემა და ახალგაზრდების ინტერესების პატივისცემა; როგორ გამოვიყენოთ ბათუმის ინტელექტუალური გამოცდილება და როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს შესაქმნელად; რა რეკომენდაციები გაისმა ახალგაზრდების, დარგის სპეციალისტების, პედაგოგების მხრიდან; რა პროექტებს წარადგენს  გენდერული საკონსულტაციო საბჭო ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მხარდასაჭერად - ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს სიუჟეტი.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში - ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ

{youtube}I_ugBrkgfs0{/Youtube}

 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შედეგები და გეგმები - ამ საკითხებზე საუბრობენ  საბჭოს წევრები და მის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული ახალგაზრდები რადიო „ძველი ქალაქის“   სიუჟეტში.

რესპონდენტთა განმარტებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოზურგეთის ბიუჯეტში არაერთი გენდერული მიმართულება გაჩნდა - წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური წახალისება, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის დაფინანსების გაზრდა, გენდერული განათლების პროექტების მხარდაჭერა. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს მედიის მხარდაჭერის, გენდერულად მგრძნობიარე ჟურნალისტიკის საკითხს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები