ტელეგადაცემა - ოზურგეთის „გურიას“ ეთერში

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ინიცირებული ტელეგადაცემაზე ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრეს.
„მოხარული ვართ, რომ ფონდი „სოხუმის“ მიერ ოზურგეთი არჩეული იქნა სამიზნე ქალაქად. ვთვლით, რომ პროექტი შედგა და მისი არსებობა წინგადადგმული ნაბიჯია ოზურგეთის სინამდვილეში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კაბინეტის კარი არ იკეტება და, ფაქტობრივად, შუამავალი რგოლი ვართ მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის“, - ითქვა გადაცემაზე.
აღინიშნა, რომ საბჭოს წარმატებული საქმიანობა დიდწილად იყო დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ნებისმიერ ინიციციატივას მხარს უჭერდა. ეს გამოიხატა, პირველ რიგში, მათი მხრიდან მხარდაჭერილ პროექტში, რომელიც ახალგაზრდული საკრებულოსა და ახალგაზრდული გენდერული საბჭოს შექმნით დაგვირგვინდა.
საბჭოს წევრები შეეხნენ იმ ინიციატივებს, რომლებიც 2015 წლის ბიუჯეტში საბჭოს რეკომენდაციით   იქნა გათვალისწინებული. მათ შორის - სოციალური შემწეობის გაზრდა, წარმატებული სტუდენტების და მათი სკოლების წახალისება. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც უფრო აქტიური გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტელეკომპანია „აჭარა“ - ოჯახში ძალადობის პრობლემაზე

ოჯახში ძალადობის პრობლემას, მისი გადაწყვეტისათვის საჭირო ღონისძიებებს ეხება  ტელერადიოკომპანია „აჭარას“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც  უფლებათდამცველების, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მოსაზრებებს გვიზიარებს.
როგორც სიუჟეტი გვამცნობს, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო საქმიანობის წელიწადნახევარს ითვლის და ამ ხნის მანძილზე ოჯახში ძალადობის პრობლემას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა.
რამდენად საგანგაშოა სტატისტიკა, როგორ ცდილობს საბჭო სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით პრობლემის აქტუალობის წარმოჩენას, სათანადო რეაგირებას, მსხვერპლის დაცვას - ამ საკითხზე გვესაუბრებიან საბჭოს წევრები, მერიის და საკრებულოს გენდერული მრჩევლები.
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

რადიოგადაცემა „ძველი ქალაქის“ ეთერში

„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდა ფონდი „სოხუმის“ რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ეხება. საბჭოს წევრები საბჭოს მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე, დაგეგმილ ან უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე გვიყვებიან.
სიუჟეტში ხაზგასმულია საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა, რომელთაც დასაბამი მისცეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ რეკომენდაციებს და პროექტებს, რომელთაც საბჭო ახორციელებს სკოლამდელი განათლების სერვისის განვითარების, ბაღების პერსონალის გენდერული განათლების ხელშეწყობის კუთხით.
სიუჟეტში ითქვა, რომ 5 წელია გენდერული თანასწორობის კანონი არსებობს, რომელიც თვითმმართველობას ავალდებულებდა, კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა ადგილობრივი საკანონმდებლო აქტები, რაც არ მომხდარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დამკვიდრებაა, რომელიც, საბჭოს წევრების განცხადებით,  საბჭოს საქმიანობაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. გამოითქვა რწმენა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული მიმართულებები ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

„კიბო განაჩენი არ არის“ - ტელესიუჟეტი „გურიის“ ეთერში

„კიბო განაჩენი არ არის“ - ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ამ დასახელებით ახორციელებს პროექტს, რომელიც დაავადებული ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„გურიაში“ გასულ ტელესიუჟეტში ბენეფიციარებისთვის განსაზღვრულ ღონისძიებებზეა საუბარი. პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს: „პროექტში 50 ადამიანია ჩართული და მისი ძირითადი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სრულფასოვანი ცხოვრებით, ვაგრძელებთ ბრძოლას“.
პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს და მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში

 

ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი გასული წლის ნოემბერში გაიხსნა  რადიო  „ძველი ქალაქის“ ოფისში და იქცა საინტერესო შეხვედრების ადგილად.
16 აპრილს სწორედ აქ მოეწყო ტრადიციული შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომლებიც ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობენ.
შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია სენაკის, ოზურგეთისა და ქუთაისის  გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობის შესახებ. ისინი განსაკუთრებით დააინტერესა „ქუთაისურმა“ ამბებმა, სიახლემ, რომ ქუთაისის მერიამ ფონდ „სოხუმთან“ ერთად  დააფინანსა ხუთთვიანი პროექტი „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“. ეს მერიის პირველი გენდერული პროექტია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რადიო „ძველი ქალაქის“ სტაჟიორები, ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ გენდერული კუთხით.
 
  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები