ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ჩართულობა საერთაშორისო კამპანიაში

1 2 3 4 5 6 7  8 9 10 11 12 13 14

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები გამოირჩეოდნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.“

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩაატარეს 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ჯგუფში - ქალებთან, მამაკაცებთან, დევნილებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან.

საინფორმაციო შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც ქალთა ჯგუფებს გააცნეს მუნიციპალიტეტების 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის სოციალური მიმართულება.

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ინიციატივით ჩატარდა სამდღიანი სემინარი მოზარდებთან და მათ მშობლებთან „თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით. ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან ერთად სემინარზე განხილულ იქნა ძალადობის მიზეზები, მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობები.

შეხვედრებზე ყველა მონაწილე გაეცნო 16-დღიანი კამპანიის ისტორიას. მათ დაგმეს ძალადობა და სოლიდარობა გამოხატეს კამპანიის მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრები თვითმმართველობებში

1 2 3 4 5 6 

7 8

9 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა. თვითმმართველობების წარმოადგენლებმა ისაუბრეს მსხვერპლთა დაცვის და დახმარების პროგრამების შესახებ.

შეხვედრების თემა საერთო იყო - საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. დარიგდა კამპანიისთვის მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ბაფთები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის შეჯამება მრგვალ მაგიდაზე

1 2 3 4 5

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის მიმდინარეობა დაემთხვა საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ამიტომაც შეხვედრების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ.

სოფელ მათხოჯში პროექტის ახალგაზრდა მონაწილემ მაყურებელებს წარუდგინა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი გოგონების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“. შემდეგ გაიმართა მსჯელობა ფილმში დასმული პრობლემების შესახებ.

3 დეკემბერს კი საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის აქტივობებში ჩართულმა ახალგაზრდებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მუშაობასა და მიღებულ შედეგებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი - წყალტუბოს მცირე პროექტის ფინალი

1 2 3 4 5

ტრენინგით დასრულდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ოჯახი ძალადობის გარეშე“.

ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ამიტომ საუბარი შეეხო კამპანიის მნიშვნელობას,  წლევანდელ სლოგანს: „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“.

ძალადობის შესახებ არსებული მითებისა და ფაქტების მეშვეობით კარგად გამოჩნდა სტერეოტიპული დამოკიდებულება პრობლემის მიმართ. ტრენინგის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პრევენციულ ღონისძიებებში მათი აქტიური ჩართვა შედეგიანი იქნება. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც ამ კუთხით მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები

1 2 3

10 ოჯახური წყვილი განაგრძობს ფსიქოთერაპიულ საკონსულტაციო სესიას ზუგდიდის, სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, ფ

ოთის მუნიციპალიტეტებში. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 7 ბენეფიციართან იმუშავა ფსიქოლოგმა ინდივიდუალურად დეპრესიის და ტრავმის დაძლევის კუთხით, მოზარდებთან კონსულტაციის დროს კი გამოიკვეთა კონფლიქტები მშობლებთან.  

ფსიქოლოგთან ჯგუფური თუ ინდივიდუალური კონსულტაციები ხელს უწყობს კონფლიქტების მართვას, ურთიერთობების მოწესრიგებას, პრობლემების მოგვარებას. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები