შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

1 2 3

 4 5 7 6 

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის 9 ცენტრის  მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრების თემა იყო ოჯახში ძალადობა და სტამბოლის კონვენცია. დამსწრეები ინტერესით გაეცნენ სტამბოლის კონვენციას, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს.

თერჯოლაში 24-25 ნოემბერს კლინიკა „თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და კონსულტაცია მოზარდებთან. შემდეგ შედგა მოზარდებისა და მათი მშობლების ერთობლივი შეხვედრა, სადაც  ფსიქოლოგთან ერთად უამრავ აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დაიწყო 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!

1

25 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე - ფონდი „სოხუმი“ უერთდება კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“

კამპანია წელს იმართება მოწოდებით „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში!“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი, ეროვნული კანონები, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტები კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა შრომის ბაზარზე.

სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში იგეგმება ათობით ღონისძიება საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად: საინფორმაციო შეხვედრები, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით. გავრცელდება საინფორმაციო მასალები.

ფონდმა „სოხუმმა“ პირველი დღე ფეისბუქკამპანიით დაიწყო.

https://www.facebook.com/fsokhumi/posts/2248868235345483?__tn__=C-R

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები

1 2 3 4

გამორჩეულად ბევრი ღონისძიება ჩატარდა ნოემბერში ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინაღმდეგ“ ფარგლებში: საინფორმაციო შეხვედრები კუხსა და მათხოჯში მერის წარმომადგენლებთან, კუხის საბავშვო ბაღის გამგესთან, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „კონფლიქტები და ბულინგი“.

კუხის და მათხოჯის საბავშვო ბაღებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენა, ნაჩვენები იყო სპექტაკლი „თალგამი“. სოფელ ნახახულევში კი  პროექტის ახალგაზრდა მონაწილემ მოაწყო ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი გოგონების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“ ჩვენება.

პროექტში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება და სწორედ ეს არის მისი მთავარი ამოცანა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ორსანტიასა და კახათში

1 2

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ქალებთან ორსანტიასა და კახათში.

ტრენინგზე განიხილეს ძალადობის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ისაუბრეს კანონზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, დამცავ მექანიზმებზე, რეფერირების სუბიექტებზე,

მონაწილეებმა აღნიშნეს:

„ქალების უმეტესობა არ არის ინფორმირებული დაცვის მექანიზმებზე. უნდა ითქვას, რომ კანონის არსებობაც არ არის ყველასათვის ცნობილი.“

„ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდაჭერის პროგრამების ნაკლებობა ქმნის ქალს იძულებულს, რომ დაბრუნდეს მოძალადესთან და ითმინოს ძალადობა.“

ტრენინგმა მათ ბევრი საჭირო ინფორმაცია და ცოდნა მისცა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კამპანიის სამზადისი

1 2

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ლანჩხუთის, სენაკის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ.

შეხვედრაზე გაკეთდა ჩატარებული სამთვიანი მუშაობის მოკლე ანგარიში. მობილიზატორებმა ისაუბრეს პრობლემებზე და მომავალ გეგმებზე. უახლოესი გეგმაა - აქტიური ჩართვა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები