ტრენინგი წყალტუბოში გენდერული ძალადობის თემაზე

1 2 3 4

გრძელდება წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წარმომადგენლის, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების და აქტივისტი ქალების მონაწილეობით გაიმართა ტრენინგი თემაზე „გენდერი, გენდერული ძალადობა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება“.

ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები გულისტკივილით აღნიშნავენ ძალადობის შემთხვევების სიხშირეს. მათი თქმით, საჭიროა ყველას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე და იცოდნენ, ვისთან ითანამშრომლონ, ვის შეუძლია მათი დახმარება. აღინიშნა ისიც, რომ საჭიროა მეტი საშუალება იყოს მსხვერპლების რეალური დახმარების აღმოსაჩენად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ფოთში საბავშვო ბაღის წარმომადგენლებისთვის

1 2 

3 4

გრძელდება ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისათვის“. ფოთის საკრებულოს დარბაზში საბავშვო ბაღის მენეჯერებისა და აღმზრდელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერის არსი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.

ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია ბაღების პედაგოგებისათვის, რადგანაც ახალ ინსტრუქციებში მითითებულია ამ კუთხით ჩართულობა. ტრენინგზე დიდი აქცენტი გაკეთდა ბულინგის თემაზე. მონაწილეთათვის საინტერესო აღმოჩნდა ბულინგის ფაქტების გამოკვეთის მეთოდები.

ბოლოს დაისახა სამომავლო მუშაობის გეგმები.

მონაწილეებმა განაცხადეს:

„მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ ყველა პედაგოგთან და აღმზრდელთან“.

„საინფორმაციო შეხვედრას ჩავატარებ მშობლებთან და აღმზრდელებთან. მივხვდი, რომ აუცილებელია, მშობელმა იცოდეს, ჩვენ რაზე გვევალება რეაგირება, რომ მისთვის უცხო არ იყოს“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში

1 2 3

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში  ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მე-16  და მე-6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან თემაზე: ოჯახური ძალადობა და მისი გავლენა ბავშვებზე. გამოვლინდა ფსიქოლოგთან შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა მშობლებთან და პედაგოგებთან, სადაც აქცენტი გაკეთდება მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობის სირთულეებზე და პედაგოგების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე პატარებთან.

აიპი ბაღების გაერთიანების წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განიხილეს დაგეგმილი ტრენინგის საორგანიზაციო საკითხები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონსულტაცია გაეწია 40 ბენეფიციარს

1 2 3

სენაკში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა ფსიქოთერაპიული საკონსულტაციო სესიები 6 ოჯახურ წყვილთან. ფსიქოლოგმა ჩაატარა 8 ინდივიდუალური კონსულტაცია ჰიპერაქტიურობის, წყენის, შიშის, აგრესიის თემებზე და გააკეთა 2 მოზარდის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

ოთხმა ოჯახურმა წყვილმა სკაიპით გაიარა კონსულტაცია.

სულ 40 ბენეფიციარს  გაეწია ფსიქოთერაპიული დახმარება.

წყვილები მუშაობდნენ ურთიერთობების კორექციაზე, რათა მათ შეძლონ ქცევის არაძალადობრივი საშუალებების არჩევა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტთან შეხვედრები სენაკში, ხურჩაში, წყალტუბოში

1 2

ოტომბრის თვეში ჩატარდა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები იურისტთან სენაკის, ხურჩა/კოკის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების ძირითადი თემა - კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, მსხვერპლის დაცვის მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი ორდერები, უწყებათშორისი საბჭო). ამას გარდა - პირადი საკითხები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებს აწუხებთ. ერთი კონსულტაცია ტელეფონით გაიცა. კონსულტაციები ბენეფიციარებს პრობლემების მოგვარებაში უწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები