საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალეტეტის სოფლებში

1 2 

3 4

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებში: თერნალსა და წყალტუბოში. შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის თემაზე. მოიყვანეს მაგალითები. გაიმართა დისკუსია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შესახებ. ითქვა, რომ მსხვერპლისათვის უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს მის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და, პარალელურად - მუშაობა უნდა ჩატარდეს მოძალადესთან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: მერის წარმომადგენლები სოფლებში, ექიმები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღმზრდელები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრების სერია ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ოქტომბერში გაეროს საერთაშორისო კალენდრით ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება: 11 ოქტომბერი - გოგონათა საერთაშორისო დღე და 15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს. სწორედ ამ თარიღებს მიეძღვნა სინფორმაციო შეხვედრებზე ქალთა ჯგუფებთან ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, საბავშვო ბაღის პედაგოგებთან.

როგორც წესი, ოქტომბერშიც ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა|კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 27 საინფორმაციო შეხვედრა.

სოფლებში ჩატარებული შეხვედრები განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. შეკრებილებმა აღნიშნეს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუნდაც ამ ერთ დღეს მსოფლიო საუბრობს სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემებსა და საჭიროებებზე.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის აქტივობები ხონში - შეხვედრები, ფილმების ჩვენება, დისკუსია

1 2 3

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინაღმდეგ“ კოორდინატორი შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, აგრეთვე ნახახულევის და კუხის საბავშვო ბაღის გამგეებს. საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს.

მე-4 საჯარო სკოლაში მოეწყო ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი გოგონების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“ ჩვენება. დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ფილმებში ასახული პრობლემები დღესაც აქტუალურია: ინტეგრაცია, მიგრაცია ქვეყნის შიგნით, ოჯახში ძალადობა, კონფლიქტი მოზარდებს შორის, ბულინგი... და ერთობლივი ძალებით უნდა ვეძებოთ გამოსავალი და ვეცადოთ მათ მოგვარებას.

ფილმების ნახვა შეიძლება ამ ბმულზე:

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის შედეგები

ოქტომბერში იდენტიფიცირებულია ძალადობის 8 ქეისი. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურ მონიტორინგს აკეთებენ გამოვლენილ ფაქტებზე და ძალადობის მსხვერპლს სთავაზობენ არსებულ სერვისს - ფსიქოლოგის, იურისტის, კონფლიქტოლოგის კონსულტაციებს. საჭიროების შემთხვევაში შეივსება ანკეტა და მომზადდება საბუთები ძალადობის სტატუსის მინიჭებისათვის.

ოქტომბერში ორმა ქალმა დახმარებისთვის მიმართა ფსიქოლოგს, სამს გაეწია იურისტის კონსულტაცია. ანკეტებში დაფიქსირდა ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებისა და ქალების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი

1 2

 3 4

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან ორსანტიასა და კახათში.

შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე: სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქალთა მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე. მონაწილეთა უმეტესობა შეეხო ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის თემასაც.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები