ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში. მონაწილეთა რაოდენობა 43 იყო, მათგან 5 პირველად დაესწრო შეხვედრას.
ფსიქოლოგმა ქალებთან ერთად იმუშავა ოჯახური კრიზისების თემაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრები ეხმარება მათ, მიიღონ საჭირო ცოდნა საიმისოდ, რომ ოჯახებში მშვიდობიანად იცხოვრონ.
ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა: - ჩვენს ცენტრში კარგი მითქმა-მოთქმაა, რომ ქალები ურთიერთობის სასარგებლო ჩვევებს სწავლობენ. იქნებ ჩვენს მამაკაცებზეც იფიქროს ვინმემ?
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)