სამობილიზაციო შეხვედრებზე დევნილთა შემწეობის რეფორმაზე ისაუბრეს

   

თებერვალში სამობილიზაციო შეხვედრებზე იმსჯელეს დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ მოსამზადებელ დოკუმენტზე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

დევნილთა აზრით, აუცილებელია რეფორმის სახეების განხილვა და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა. აქტუალურ თემაზე საუბრისას გამოიკვეთა დევნილთა საჭიროებები და წინადადებები, რომელთა შესახებ ფონდმა „სოხუმმა“ ინფორმაცია მიაწოდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა შეხვედრაზე ქუთაისსა და თბილისში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან ხონში

დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ამ საკითხს მიეძღვნა საინფორმაციო შეხვედრა ხონის დევნილთა დასახლებაში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა რეფორმასა და ცვლილებებზე. მათ შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც განხილვისათვის მიეწოდება დევნილთა და განსახლების სამინისტროს. 

(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

აქტივობების შეჯამება - ხონის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

 

ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-8 სხდომაზე საბჭოს წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიას.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ სერვისების სიცოცხლისუნარიანობას. ამისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება გარკვეული თანხები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადვოკატირების თემას. განხილული იყო დევნილთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ რეფორმამდე საჭიროა კონსულტაციები  უშუალოდ ბენეფიციარებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რეფორმა მაქსიმალურად იყოს მიმართული დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი პრობლემათა ადვოკატირებაზე მუშაობს

 

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას პრობლემათა ადვოკატირების მიმართულებით. 9 თებერვალს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შეადგინეს ადვოკატირების გეგმა. გაიწერა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ წევრს საკუთარი უფლებამოსილება განესაზღვრა. ადვოკატირების გეგმაში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ვიზიტები, რადგან პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით, მათთან აქტიური თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამუშაო გრაფიკი, პრობლემები და ბევრი სხვა რამ - წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

6 თებერვალს წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრები გაეცნენ მთელი წლის სამუშაო გრაფიკს, ისაუბრეს წყალტუბოში არსებულ პრობლემებზე. ჩამონათვალში მოხვდა სოციალური პრობლემები, რომელთა მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღინიშნა, რომ ადამიანური უსაფრთხოების საკითხები საკმაოდ პრობლემატურია და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება იმ პროგრამებზე, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს. სამუშაო გრაფიკში ამ კუთხით მუშაობაც ჩაინიშნა. საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივი თემის ინფორმირების პარალელურად, ყოველთვიურად იმუშავებს პრობლემების ადვოკატირებაზე. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები