შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

   

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა თვის განმავლობაში ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ისინი ასევე შეხვდნენ  სოფლის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის თანამშრომლებს. შეხვედრების მიზანია, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა გაიგონ სიახლეები ფონდის მუშაობაში და ერთმანეთთან თანამშრომლობის შედეგად მოგვარდეს ადგილობრივი პრობლემები.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა სენაკის საკრებულოში

  

 

25 აპრილს სენაკის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს შექმნას უძღოდა ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს აქტიური სამწლიანი მუშაობა (საბჭო ფუნქციონირებდა 2016 წლის აგვისტომდე).

სენაკის მუნიციპალიტეტი პირველია სამეგრელოს რეგიონში, რომელმაც საკრებულოს სტრუქტურაში შექმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, გენდერული თანასწორობის და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონებში შესული ცვლილებების თანახმად.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, რომელიც ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, სხდომის მონაწილეებს გააცნო საბჭოს საბოლოო სია. საბჭოში შევიდნენ: თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები, დეპუტატები, გამგეობის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ ძირითადი წევრების გარდა, სხდომებზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც, წინასწარი მოთხოვნის შესაბამისად.

საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. ფონდი „სოხუმი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია, მზადაა, კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს გენდერული  თანასწორობის ახალშექმნილ საბჭოს ხელშესახები შედეგების მიღწევაში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ქუთაისელ ნორჩ მხატვართა დაჯილდოება

   

 

თბილისში გაიმართა ხატვის საერთაშორისო კონკურსის „დამიხატე მშვიდობა“ დაჯილდოების ცერემონია.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“ და წარმოადგინა ქუთაისის №6, №11,  №15, №21, №30  სკოლების ნორჩ მხატვართა ნამუშევრები.

კონკურსის შედეგებით, გამარჯვებულები, №30 სკოლის მოსწავლეები ნინო ვასილჩიკოვა და გიორგი ზოსიშვილი დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრებზე - ადვოკატირების მეთოდების შესახებ

     

ყოველთვიური სამობილიზაციო-საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.

შეხვედრების თემა იყო - ადვოკატირება და ადვოკატირების მეთოდები. შეხვედრის დროს ასევე მონაწილეებს გააცნეს ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშები.

თვის განმავლობაში 33 შეხვედრა გაიმართა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში (კოკი და ხურჩა).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ხონში

 

ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-10 სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ახალი სოციალური სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი სოციალური სერვისების პრაქტიკის დანერგვას. პროექტების სიცოცხლისუნარიანობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ხონის, ტყიბულის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები