ერთწლიანი გრაფიკი - ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

 

2 თებერვალს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრები გაეცნენ ერთწლიან  სამუშაო გრაფიკს. გრაფიკი ითვალისწინებს იმ პრობლემებზე მუშაობას და ადვოკატირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქალებს. განისაზღვრა ჯგუფის წევრების კომუნიკაცია ადგილობრივ თემთან და მისი ინფორმირება. ასევე - ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა.

საინიციატივო ჯგუფმა პრობლემების იდენტიფიკაციაზეც იმუშავა. ჩამონათვალში მოხვდა სოციალური პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული მუშაობის გრაფიკი, ქალთა უსაფრთხოების საკითხები.

მონაწილეებმა ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს. პროცესში ჯგუფის წევრები აქტიურად იქნებიან ჩართულნი და პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით შეეცდებიან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

პროექტების შედეგების პრეზენტაცია სენაკში

 

31 იანვარს სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ და „ახალი ცნობიერებით - არაძალადობრივი საზოგადოების შენებისაკენ“. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, გამგეობის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, საბავშვო ბაღების პედაგოგები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

საკრებულოს ხელმძღვანელობამ პოზიტიურად შეაფასა პროექტები. ისინი იმედოვნებენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების თანახმად შეიქმნება საკრებულოში, იმავე მიმართულებით განაგრძობს მუშაობას და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე არანაკლებ აქტიური იქნება.

ამ ეტაპზე საბჭო თანამშრომლობს სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბთან, რომელიც აქტიურად მუშაობს სენაკში გენდერული კუთხით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ქალთა საინიციატივო ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრები

  

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან ქალთა უსაფრთხოების საკითხებსა და ინკლუზიურ მიდგომებზე. 

შეხვედრებზე გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალებს, მათ ოჯახებს. მოდერატორების სამოქმედო გეგმაში ეს პრობლემები უკვე გაიწერა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაიწყება ადვოკატირების პროცესი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამობილიზაციო შეხვედრები

     

33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ფოთი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი). განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრები სოფლებში, სადაც იგრძნობა ინფორმაციის დეფიციტი.

შეხვედრების თემა დაკავშირებული იყო ქალთა მიმართ ძალადობის კანონთან და მასში შეტანილ  ცვლილებებთან.

სამობილიზაციო შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტზე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 2017 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ადგილობრივ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა

 

20 იანვარს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი 2017 წელს პირველად შეიკრიბა. ჯგუფის ლიდერმა, გასული წლის შედეგების შეჯამებისას, ისაუბრა როგორც მოკლევადიანი ადვოკატირების პოზიტიურ შედეგებზე, ასევე გრძელვადიანი ადვოკატირების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე. ბოლო სიახლეების  მიხედვით, ჯგუფმა  საკრებულოსგან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომ მათი მოთხოვნა - ხონის ცენტრალური და ბავშვთა ბიბლიოთეკის ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფაზე  - 2017 წლის პრიორიტეტებში გათვალისწინებულია.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დაინერგა თვითმმართველობასთან კონსტრუქციული უკუკავშირის სისტემა და ჯგუფის ყოველი მიმართვა თვითმმართველობის ნებისმიერი რგოლიდან ოპერატიულ რეაგირებას იწვევს.

დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა ახალი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, სფეროები, სადაც ხონის საინიციატივო  ჯგუფი აპირებს აქტიურ საქმიანობას. მათ შორის არის - ეკოლოგიური, სოციალური უსაფრთხოების საკითხები, რომელთა გადაჭრაში ქალები საკუთარ წვლილს შეიტანენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები