დევნილთა შემწეობის რეფორმის განხილვა ფოკუს-ჯგუფზე ხონში

 

ამ ბოლო ხანებში დევნილთა შემწეობის რეფორმა განხილვის საგნად იქცა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ფოკუს-ჯგუფი, რომელიც 17 მაისს ჩატარდა ხონში დევნილ ქალებთან. მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება რეფორმის მიმართ. აღნიშნეს, რომ რეფორმები ხელს უნდა უწყობდეს დევნილთა მეტ მხარდაჭერას, მათ განვითარებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და არა პირიქით.

შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაცია PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში. დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში
 PIN მხარდაჭერით 

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხონში

 

ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები: ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი მაყვალა ბახტაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ლეილა კინწურაშვილი.

მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რა პროგრამები არსებობს ხონის მუნიციპალიტეტში, რა სახის სამუშაოები შესრულდა და რა იგეგმება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსახლეობის ინფორმირებას  ისახავდა მიზნად.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ფოკუს-ჯგუფი ხონში

 

ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით. შეხვედრის თემა იყო დევნილთა შემწეობის რეფორმა. მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება რეფორმის მიმართ, დააფიქსირეს რეფორმის უარყოფითი შედეგები და აღნიშნეს საჭიროებათა კვლევის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით

სენაკში - კანონის მონიტორინგის ფარგლებში

 

11 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტში, ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობის კანონის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან და ფოკუს-ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოკუს-ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ ზუგდიდში

  

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფმა 3 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩაატარა ფოკუს-ჯგუფი ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუ გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან.

ამ შეხვედრების მიზანია თვითმმართველობის მუშაობის შედეგების გამოვლენა  ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. გამოიკვეთა ფაქტორებ, რომლებიც  ხელს უშლის ძალადობის პრევენციის პროცესს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები