პარტნიორების თათბირები პრაღაში

2   1   3

 

18-19 აპრილს ფონდმა „სოხუმმა“ მოაწყო გაცნობითი ვიზიტი პრაღაში  პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრნენ პროექტის აფხაზი პარტნიორები, ექსპერტები, პროექტის მონაწილეები ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
დაისვა შემდეგი საკითხები: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების როლი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისათვის, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია და ორგანიზაციის წვლილი ადგილობრივ დონეზე გენდერული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციაში.
პარტნიორების დახმარებით გაიმართა საინტერესო შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან „პრაღა 10“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გენდერული მეინსტრიმინგის გამოცდილების გაცნობის მიზნით.  
შეხვედრაზე ძირითადი ადგილი დაიკავა მსჯელობამ კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდიკის შემუშავებაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება პოლიტიკური დოკუმენტების კვლევა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გენდერული პრობლემატიკის გათვალისწინების კუთხით ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

 

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი სხვა ჯგუფების გამოცდილებას გაეცნო

 

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ქუთაისის და წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამუშაო გამოცდილებას გაეცნენ. ჯგუფის წევრების აზრით, პრობლემები ანალოგიურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, სხვა ქალაქებში როგორ მოხდა მათი ადვოკატირება.

ქალთა  საინიციატივო ჯგუფი ახალ პრობლემაზე იწყებს მუშაობას - მისი ადვოკატირება ხელს შეუწყობს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქუთაისში

 

ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები წყალტუბოსა და ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობის შესახებ.

ჯგუფის წევრების თქმით, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, ვის მიმართოს, როგორ მოაგვაროს სხვადასხვა საკითხი, რა პროგრამები არსებობს ადგილობრივ დონეზე. ამის გათვალისწინებით საინიციატივო ჯგუფი ეხმარება ლოკალურ ჯგუფებს, შეამცირონ ის რისკები, რომლებიც ადამიანურ უსაფრთხოებას უკავშირდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხონში ჩატარებული გამოკითხვის ანალიზი

ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა გამოკითხვა დევნილთა შემწეობის რეფორმის მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით.

გამოკითხული 50 ადამიანიდან მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია აუცილებლად რეფორმის ჩატარება. ყველა უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ რეფორმის პროექტის შემუშავებამდე არ მომხდარა მათი საჭიროებების კვლევა.

რესპონდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ შემწეობა (45 ლარი) მათთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია და რეფორმის განხორციელება გამოიწვევს მათი ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

(PIN-ის პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ -დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ახალ პრობლემაზე მუშაობს

 

6 აპრილს წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, როგორ მუშაობენ სხვა ქალაქების ქალთა ჯგუფები, რა გამოცდილება აქვთ, რა მიღწევები დაუგროვდათ.

ჯგუფის წევრების კომენტარებში გამოიკვეთა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ფლობდნენ ინფორმაციებს, რა კეთდება ხონში, ქუთაისში რისკების შესამცირებლად და უსაფრთხოების მისაღწევად, რათა სხვათა გამოცდილების გაზიარება მათ საქმიანობაშიც აისახოს.

წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე ახალ პრობლემაზე მუშაობს, რომელიც სასტუმრო „მერანის“  კოლექტიურ ცენტრში წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას შეეხება.  მოდერატორმა ადვოკატირების პროცესი გააანალიზა. პროცესის დასაჩქარებლად ჯგუფის წევრებმა მოამზადეს წერილები სხვადასხვა სტრუქტურის მისამართით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები