სამობილიზაციო შეხვედრები მარტში

   

 

გაზაფხული დედათა და ქალთა დღეებთან ასოცირდება საზოგადოებაში. ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა, ტრადიციულად, ქალთა სოლიდარობის კვირეული ჩაატარეს - 33 სამობილიზაციო შეხვედრა და 6 მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ამ შეხვედრების დროს ისაუბრეს ქალთა მოძრაობის ისტორიაზე, წარმატებულ ქალებზე, გენდერული თანასწორობის ქართულ ფესვებზე და მის მნიშვნელობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე. ხაზი გაესვა ქალთა პოლიტიკური გააქტიურების აუცილებლობას საქართველოში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხონში

ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ. მათ იმსჯელეს, რა მდგომარეობაა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ლოკალურ თემებში და გამოყვეს საკითხები ადვოკატირებისათვის.

გამოიკვეთა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია დონორი ორგანიზაციების მოძიება. იდეაზეც შეთანხმდნენ. დაიგეგმა დასახელებულ იდეას პროექტის სახე მისცენ და გაუგზავნონ დონორ ორგანიზაციას „ორბელიანი საქართველო“, რომელსაც გამოცხადებული აქვს კონკურსი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ექსპერტული კვლევის პრეზენტაცია თბილისში

 

  

თბილისში მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა ექსპერტული კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, ადგილობრივი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ექსპერტული კვლევა - სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need-ის დაკვეთით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა განახორციელა ხონის, ტყიბულის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

პრეზენტაცია შეეხო სოციალური მომსახურების სისტემის მიმოხილვას და გამოწვევებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს დევნილთა რეფორმის პროექტი. გამოიკვეთა რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

PIN-ის სოციალური პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი კულტურული უსაფრთხოების დაცვაზე მუშაობს

 
ფონდ „სოხუმში“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიური მიდგომების გათვალისწინებით ადვოკატირების პროცესი გააანალიზეს.

სამუშაო გეგმიდან გამომდინარე, ჯგუფი მუშაობს ახალ პრობლემაზე, რაც კულტურული უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. ადვოკატირების პროცესი უკვე დაწყებულია. მონაწილეებმა შეადგინეს ოფიციალური წერილები და გაუგზავნეს სხვადასხვა სტრუქტურას. განსაზღვრეს მხარდამჭერები და ისაუბრეს იმ რისკებზეც, რომლებიც, შესაძლოა, მუშაობისას წარმოიქმნას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის“

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა წყალტუბოში

 

6 მარტს წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯუფის წევრები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა ადვოკატირების გეგმა განიხილეს და, შესაბამისად, ახალი აქტივობები დაგეგმეს.

ადვოკატირების პროცესის ეფექტურად გაგრძელებისათვის ჯგუფის წევრებმა დაგეგმეს შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გენდერულ საბჭოსთან, ლობირების თვალსაზრისით პროცესში ჩართული იქნება წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი და მასთან შეხვედრაც ჩაინიშნა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები