ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისში

 

 13 იანვარს ფონდ „სოხუმში“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ.

-როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რა შეიძლება გაკეთდეს, რა მეთოდები უნდა დაინერგოს ქალთა უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად. - მსჯელობა ამ საკითხებზე გაიმართა. გამოიკვეთა გარკვეული სტრატეგია:

- ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალებს. მათი მოგვარება შესაძლებელია ქალთა ჩართულობითა და აქტიურობით.

- უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ჩვენს საქმიანობაში ეს მნიშვნელოვანი საკითხია.  

-აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივ ბიუჯეტზე და სხვადასხვა სოციალური პროგრამის შესახებ.

საინიციატივო ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს ადამიანური უსაფრთხოების პრობლემების ადვოკატირების გეგმის შესაბამისად.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა

  

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ახალი წლის  სტრატეგიაზე ისაუბრეს. საუბრისას გამოიკვეთა, რომ, მცირე დროის მიუხედავად, ადვოკატირების პროცესი აქტიურად წარიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიან კამპანიაში, მიიღეს გამოცდილება სხვადასხვა აქტივობის ორგანიზების თვალსაზრისით. გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

შეხვედრაზე განიხილეს ადვოკატირების ეტაპები და სამოქმედო გეგმაში კორექტირება შეიტანეს. გადაწყვიტეს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრები ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან

   

13 და 15 დეკემბერს ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში ჯგუფის წევრებმა კამპანიის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს.  ჯგუფის წევრების აზრით, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაიზარდა, გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა და ჩართულობა.

მეორე ნაწილში მონაწილეებმა პრობლემათა ადვოკატირების გეგმა გაანალიზეს.

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის მიერ ადვოკატირების გეგმაში გაწერილია ზურაბ ჭავჭავაძის  ქუჩის ნაწილისთვის სახელის მინიჭების საკითხი. საკითხმა უკვე გაიარა ერთი ინსტანცია და მალე სპეციალური კომისია განიხილავს. გადაწყვეტილება ერთ თვეში გახდება ცნობილი.

წყალტუბოში ადვოკატირება, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას უკავშირდება, მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები რეგულარულად ხვდებიან მოსახლეობას და პარალელურად სხვა პრობლემების ადვოკატირებაზეც მუშაობენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამობილიზაციო შეხვედრები 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში

  

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა გეგმით გათვალისწინებული სამობილიზაციო შეხვედრები გამართეს ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. 33 სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო შეხ­ვედ­რა­ზე ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში მო­ბი­ლი­ზა­ტო­რებ­მა 297 ადა­მი­ანს გა­აც­ნეს ინ­ფორ­მა­ცია კამპანიის და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით ფონ­დის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brotfür die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst  მხარდაჭერით (გერმანია)

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

  

ხონის მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე ანიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა და შეთანხმდნენ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით 16 დეკემბერს, ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები დაესწრებიან.

საბჭოს სხდომაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, ეთხოვოს ხონის საკრებულოს, სოციალური ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიღებული იქნას ცნობად.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები