სასიამოვნო სიახლე ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე

 

12 დეკემბერს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც შეფასდა 16 დღიან კამპანიაში მონაწილეობის შედეგები და ადვოკატირების კუთხით ბოლო ეტაპზე განხორციელებული საქმიანობა. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მიღწევისთვის.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს და პარტნიორებს ერთი სასიამოვნო სიახლეც აცნობეს: დაფინანსდა პატარა მოხალისეობრივი პროექტი, რომელიც ახალშენის თემის მოწყვლადი ჯგუფების ყოფითი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ადმინისტრირებაში საინიციატივო ჯგუფის წევრები, ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის და ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეიტანენ საკუთარ წვლილს.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ძალადობის წინააღმდეგ

    

 

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს სრულდება კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. სწორედ ამ თარიღს დაუკავშირა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა თავისი მინი-პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება - არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“.

ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს მოსამზადებელი მუშაობა, დაბეჭდეს პოსტერი-კალენდარი მოწოდებით „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“. პოსტერის ფოტოზე არის ქალაქ ფოთის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა გუნდი „ფალავანი“.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა 10 დეკემბერს ორგანიზება გაუკეთა შეჯიბრებას ჭიდაობაში. ეს იყო პროექტის ფინალური ღონისძიება - საინტერესო, შთამბეჭდავი და საკმაოდ ეფექტური. დარიგდა საინფორმაციო მასალები - ყველამ გაიგო 16-დღიანი კამპანიის შესახებ და იმაზე, რომ შეუძლიათ და უნდა შეიტანონ წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ქალები ამსხვრევენ სტერეოტიპებს“

  

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მიუძღვნა პროექტი „ქალები ამსხვრევენ სტერეოტიპებს“. როგორც პროექტის ანოტაციაშია ნათქვამი, ხონის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში ქალების უმეტესობა პასიურია. მათ არა აქვთ ინფორმაცია გენდერულ ძალადობაზე. პროექტში სწორედ ის ქალები ჩაერთნენ, რომლებიც არ ესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ღონისძიებებს. გაიმართა ქალების ჩემპიონატი ნარდში. ამით დაიმსხვრა ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც სპორტული თამაშები ბევრს მამაკაცთა საქმედ  მიაჩნია.

ჩემპიონატს დაესწრნენ ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პოსტერ-კალენდარი, რომელზეც აღბეჭდილია 2016 წლის იმერეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული - საფეხბურთო კლუბი „აფხაზეთი“. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პოსტერის სლოგანი „ჩვენ ვგმობთ ძალადობას!“

ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცათ კალენდრები და საინფორმაციო ფურცლები. ყველა ეთანხმება აზრს, რომ ძალადობა დასაგმობია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალადობრივი შემთხვევების შემცირებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ქუთაისში

     

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით 9 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვის საკითხებში.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ხობის, ოზურგეთის, ბათუმის - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი ორგანიზაციები; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. გამომსვლელებმა ისაუბრეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე, სამართლებრივ ასპექტებზე. დისკუსისას გაჟღერდა რეკომენდაციები, რომ აუცილებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის, რათა მიღწეულ იქნას ეფექტური შედეგები ძალადობის პრევენციის პროცესში.

მრგვალი მაგიდა  ფონდი „სოხუმის“ ფინალური ღონისძიება იყო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„არა - ქალთა მიმართ ძალადობას!“ - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი

   

 

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიის სახედ აირჩია წყალტუბოს რაგბისტთა კლუბი „დინოზავრები“.

პროექტს „არა - ქალთა მიმართ ძალადობას!“ უძღოდა მოსამზადებელი მუშაობა - საინფორმაციო შეხვედრები კლუბ „დინოზავრების“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერ-კალენდარი რაგბისტების ფოტოსურათით. იგეგმებოდა აქტივობები სტადიონზე, მაგრამ უამინდობის გამო ამ პერიოდში მატჩი არ გამართულა. ამიტომაც მოხდა პროექტის კორექტირება - ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს ორი ღონისძიება. ერთი - საინფორმაციო შეხვედრა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან, 3 დეკემბერს კი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეს - წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში. აქ გაიმართა ნახატების კონკურსი „ოჯახი ძალადობის გარეშე!“

შეხვედრების ყველა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია კამპანიის შესახებ, განსაკუთრებით იმის თაობაზე, როგორ მოქმედებს ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე. მონაწილეთა თქმით, ეს შეხვედრები აქტუალური და სასარგებლო იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები