საინიციატივო ჯგუფი ხონში

ხონი მესამე ქალაქია ქუთაისისა და წყალტუბოს შემდეგ, სადაც ქალთა  საინიციატივო ჯგუფები ჩამოყალიბდა. ისინი ადამიანური უსაფრთხოების თემაზე ჩატარებული ვორკშოპებიდან შეირჩნენ. მონაწილეებმა შეავსეს სპეციალური ანკეტები, სადაც დააფიქსირეს მოტივაცია, რატომ სურთ მოხვდნენ საინიციატივო ჯუფში.

ამ ჯგუფში 6 ქალიფ, რომელსაც აქვს კომუნიკაციის უნარი, პრობლემებზე მუშაობის გამოცდილება.

სამივე ქალაქის საინიციატივო ჯგუფის წევრები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რის შემდეგაც გაგრძელდება მუშაობა პრობლემების ადვოკატირებით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამობილიზაციო შეხვედრები ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

 

2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

ამ დღეს მიუძღვნეს სამობილიზაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა - ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების პრობლემებზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე.

წელს ახალგაზრდული დეპარტამენტების მიერ ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

 

სხდომაზე მოხდა იმ პროცესების განხილვა, რომლებიც იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის ბაზაზე საბჭოების შექმნისათვის.

უკვე დაწყებულია მუშაობა ამ კუთხით. საკითხი გავა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რის შემდგომაც მომდევნო წლის ბიუჯეტისათვის განხილული იქნება გენდერული მრჩევლის შტატის დანერგვა. ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან.

გადაწყდა, რომ საბჭო ყველა კომისიას გააცნობს მის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს, რისთვისაც დაინიშნა სპეციალური შეხვედრები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საბჭოს მორიგი პროექტი

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტი „გენდერული ცნობიერების ფორმირება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“ მორიგ ეტაპზეა. პროექტის მიზანია არაძალადობრივი, გენდერულად მგრძნობიარე თაობის აღზრდის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში თოჯინების ჩრდილების თეატრის მიერ მომზადდა სპექტაკლი. სცენარად გამოყენებულია ნაწარმოები „გოგონა ზურმუხტის ქვეყნიდან“. სპექტაკლი სიყვარულს, მეგობრობას, თანასწორობას, პატრიოტიზმს ქადაგებს. მთავარი პერსონაჟი გოგონა - პირიმზე ცდილობს, დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის თანასწორია, სადაც  ადამიანები ერთმანეთის შესაძლებლობებს პატივს სცემენ.

სპექტაკლი ამსხვრევს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს თანასწორობასთან მიმართებაში. პირველ ჩვენებას დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები.

პროექტიდან გამომდინარე, სპექტაკლის ჩვენებები დაგეგმილია ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისში

  

ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში აქტიური, ლიდერული თვისებების მქონე შვიდი ქალი მოხვდა. მათ შორის ერთი ორგანიზატორია, რომელიც  ჯგუფის მუშაობას უხელმძღვანელებს.

ჯგუფის წევრები არიან ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. გავლილი აქვთ ასევე ვორკშოპები ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე.

ჯგუფის წევრებს პრობლემების ადვოკატირების გამოცდილება გააჩნიათ, დიდი სურვილი აქვთ, მომავალში უფრო მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით, დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვებსაც თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები