ქუთაისის გენდერული საბჭოს შემაჯამებელი კონფერენცია

     

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. კონფერენციას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა  იმ ძირითად შედეგებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც სამწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვდა. აღინიშნა, რომ საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შექმნაში - შედეგად 2016 წლის ბიუჯეტში აისახა გენდერული საკითხები.  

შედეგებში მოხვდა გენდერული საკითხების აქტუალობა ადგილობრივ მედიაში, გენდერული ბიუჯეტირების მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა, საკონონმდებლო ცვლილებები, რაც მუნიციპალურ დონეზე გენდერული საბჭოების შექმნას გულისხმობს.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, საბჭოს გამოცდილება, მიღებული შედეგები კარგ საფუძველს შეუქმნის ქუთაისის მომავალ საბჭოს გენდერული მიმართულებით ეფექტური მუშაობისთვის. 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

დისკუსია ფილმის ჩვენების შემდეგ

  

სოფელ ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) „სოფლის სახლში“ ნაჩვენები იქნა ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღე“.

ფილმის დამთავრების შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა, აქტიური დისკუსია ფილმის და მასში დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ეს ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმის“ ფარგლებში. მოწვეულები იყვნენ ქალბატონები ინგირიდან და დიდინეძიდან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის გენდერული საბჭო კონფერენციისთვის ემზადება

 

ქუთაისის გენდერული საბჭო სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს: ამ მიზნით ტარდება საკმაოდ მასშტაბური კონფერენცია. სხდომაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. შეადგინეს მონაწილეთა სია. კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.

საბჭოს წევრების აზრით, კონფერენცია კარგი არენაა გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს იქნება ანგარიში, შეფასება და გენდერული მიმართულებით მიღწეული პოზიტიური  შედეგების წარმოჩენა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა SOS ბავშვთა სოფელში

 

18 ივლისს ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მოწვეული იყო საკრებულოს დეპუტატი ლელა ქელბაქიანი. 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რიგ პრობლემებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს მათი მოგვარების გზების მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

 

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა დაეთმო კონფერენციისთვის მზადებას. კონფერენციის ჩატარება ოზურგეთში პროექტის შეჯამებისა და საბჭოს მუშაობის პრაქტიკის გაცნობის მიზნით დაიგეგმა.

შეხვედრაზე ოზურგეთის თვითმართველობების გარდა მოწვეულნი იქნებიან გურიის გუბერნიის წარმომადგენლები, გურიის სხვა მუნიციპალიტეტების და აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. აქცენტი გაკეთდება საკანონმდებლო ცვლილებაზე ყველა საკრებულოში გენდერული საბჭოების შექმნის კუთხით, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები