ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორთა კრება

 

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ. გაკეთდა ჩატარებული მუშაობის მოკლე ანგარიში. კოორდინატორმა გააანალიზა მობილიზატორების მიერ ჩაბარებული ანგარიშები, აქცენტი გააკეთა ძირითად ნაკლოვანებებზე, განხილულ იქნა კარგი ანგარიშების მაგალითები.

მობილიზატორებმა ისაუბრეს პრობლემებზე და მომავალ გეგმებზე. ფონდის ხელმძღვანელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია მომავალი ეტაპის მცირე პროექტების დაფინანსების შესახებ. პროექტების ხანგრძლივობა - 1 თვე, ძირითადი მიმართულებები - ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა. ღონისძიებები უნდა ჩატარდეს კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

   

ხონის საკრებულოში, მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე სოციალური ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი განიხილეს. საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ  შეჩერდნენ მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, არსებულ გამოწვევებზე, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს მოქალაქეების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.

კიდევ ერთხელ გამოიკვეთა შშმ პირებისადმი სოციალური ზრუნვის პოლიტიკის აუცილებლობა,  ხანდაზმულებისათვის პოზიტიური სოციალური გარემოს შექმნა, დევნილთა ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები (დასახლებაში ამბულატორიის გახსნა, საბავშვო ბაღებში ბაგის ასაკის ბავშვების ჯგუფის დაშვება და ა.შ.).

(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში ფარგლებში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

  

ხონის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. შეხვედრის თემა იყო სოციალური ჩართულობის სტრატეგიის ჩარჩოს განხილვა და დოკუმენტზე მუშაობისთვის საკითხების გადანაწილება, რომელშიც ფონდი „სოხუმი“ აქტიურად არის ჩართული.

საბჭომ კიდევ ერთხელ იმსჯელა სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. გამოიკვეთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების, მათი მოგვარებისათის საჭირო რესურსების საკითხი.

(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით

სამობილიზაციო შეხვედრები რეგიონებში

   

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში ჩატარდა სამობილიზაციო-საინფორმაციო შეხვედრები.

შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა, დევნილი და ადგილობრივი ქალებისთვის საინტერესო და აქტულაური საკითხი. მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო - მშვიდობის საერთაშორისო დღე. შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობაზე, დაიგეგმა ღონისძიებები, მათ შორის  მშვიდობის გაკვეთილები სკოლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის გენდერული საბჭოს სხდომაზე

 

25 აგვისტოს ქუთაისის გენდერული საბჭოს სხდომა გაიმართა. პროექტის თანახმად, ეს საბჭოს წევრთა ბოლო შეხვედრაა. მონაწილეებმა სამწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით,  გენდერულმა საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში. თუმცა, ქალთა მხარდაჭერა, მათი რიცხვის გაზრდა ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე კვლავაც რჩება მთავარ გამოწვევად.

საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ის რესურსი და გამოცდილება, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, არ უნდა დაიკარგოს. გენდერული პოლიტიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ფორმირება და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები