მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეკრება ხონში

    

ხონის გამგეობაში მრჩეველთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება მოხდა ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ძირითად  მიმართულებებზე. საბავშვო ბაღებში ახალი ჯგუფების დამატება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე სკოლამდელი დაწესებულებების ინვენტარიზაცია; ხანდაზმულთა სოციალური ინკლუზია - სამრეცხაო „სათნოების სახლის“ ბინადართათვის; შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენა - მონაწილეთა  ფოკუსში, ძირითადად,  ეს  საკითხები მოხვდა.  

შეხვედრის მონაწილეებმა - საბჭოს წევრებმა, თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა - საფუძვლიანად განიხილეს პროგრამებისთვის საჭირო ხარჯი, ეფექტი და ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსი თანადაფინანსებისთვის.

როგორც აღინიშნა, ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს ასახავს.

უახლოეს პერიოდში იგეგმება ტრენინგი პროექტების შემოტანის მსურველთთვის. 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობა

 

ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ქუთაისში და წყალტუბოში, ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებთან. ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, უკვე დამთავრდა ხელმოწერების შეგროვებისა და ადრესატებთან წერილების გაგზავნის ეტაპი. 

თითოეულმა ჯგუფმა გააანალიზა ადვოკატირების გეგმა და რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანა. ადვოკატირების პროცესის დასაჩქარებლად დაიგეგმა დამატებითი აქტივობები: შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ლობისტებთან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„ფილიას“ წარმომადგენლები ფონდ„სოხუმში“

     

ფონდ „სოხუმში“ ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ  სტუმრები გერმანიიდან - ქალთა ფონდი „ფილიას“ წარმომადგენლები.

25 ოქტომბერს „ფილიას“ ახალგაზრდული საბჭოს წევრები შეხვდნენ ფორუმ-თეატრის მსახიობებს. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, გაეცნენ ფორუმ-თეატრის მუშაობის სპეციფიკას. ახალგაზრდებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა.

მეორე დღეს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ და ზუგდიდის ორგანიზაცია „მერკურის“ წარმომადგენლები. ისაუბრეს შედეგებზე, მიღწევებზე, პრობლემებზე. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული განათლება - თოჯინების თეატრის სპექტაკლით

 

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული პროექტის „გენდერული განათლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“ ფარგლებში მომზადებული თოჯინების ჩრდილების თეატრის ფორმატით შექმნილი სპექტაკლის ჩვენება რეგიონებში მოეწყო.

ხონის, წყალტუბოს, სენაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ინტერესით მოისმინეს, როგორ იბრძვის სცენარის მთავარი გმირი - პირიმზე ძალადობის, ბოროტების წინააღმდეგ. რამდენად ფასეულია მისთვის მეგობრობა, სიყვარული, თანასწორობა, პატრიოტიზმი.

პროექტი ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ბავშვებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები

  

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები მოეწყო. ჯგუფებმა ადვოკატირების გეგმები განიხილეს. მიიღეს კონსულტაციები. რა ეტაპები უნდა გაიარონ, ვის მიმართონ, როგორ მოიპოვონ მხარდამჭერები ცალკეულ პრობლემებზე მუშაობისას. ერთობლივად იმუშავეს ვადებზე, რა დროში უნდა მოხდეს ადვოკატირების პროცესის დასრულება. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე კონკრეტულად გაწერეს გრაფიკები, ადვოკატირების პროცესში რომელ წევრს რა ფუნქცია და პასუხისმგებლობები ეკისრება, იმუშავეს გზავნილის დამუშავებაზე. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, სწორად წარმართონ ადვოკატირების პროცესი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები