ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში

  

დადგა პროექტის „ქალები იმპლემენტაციას უწევენ ინკლუზიურ მიდგომებს ადამიანური უსაფრთხოების სფეროში მდგრადი მშვიდობის დამყარებისათვის“ მომდევნო ეტაპი. უსაფრთხოების თემაზე ვორკშოპების ჩატარების შემდეგ წყალტუბოში, ქუთაისში, ხონში  ქალთა საინიციატივო ჯგუფები იქმნება.

წყალტუბოში საინიციატივო ჯგუფი 6 ქალისაგან შედგება. თითოეული მათგანი საგანგებოდ შედგენილი ანკეტებით შეირჩა. ერთ-ერთ პუნქტში, რატომ გსურთ გახდეთ საინიციატივო ჯგუფის წევრი, აქტივისტები წერენ, რომ მათ ირგვლივ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე, ამიტომ სურთ აქტიურად ჩაერთონ პრობლემების ადვოკატირების პროცესში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რის შემდეგაც პრობლემათა ადვოკატირების პროცესებში ჩაერთვებიან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მობილიზაციის შეხვედრები

     

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ საინფორმაციო-სამობილიზაციო მუშაობას ბენეფიციარებთან. 

ივლისის თვეში სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო - დამცავი და შემაკავებელი ორდერები, როგორც მსხვერპლის დაცვის მექანიზმი.

შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან. იყო დისკუსიებიც, შეკითხვებიც, რომლებზეც მობილიზატორებმა პასუხები გასცეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო ფორუმი ქუთაისში

  

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამართა საინფორმაციო ფორუმი დევნილებისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“.

იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებული სერვისები (დასაქმება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, არაფორმალური განათლება, სტაჟირება...) შესთავაზეს

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები

     

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს საქმიანობას და ხელს შეუწყობს საზოგადეობრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას   - აღინიშნა დასკვნით კონფერენციაზე, რომელმაც შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები. კონფერენცია გაიმართა 25 ივლისს, სასტუმრო „ოსკარში“. ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები - საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (აბაშა, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი) ხელმძღვანელები, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

გამომსვლელებმა შეაჯამეს საბჭოს სამწლიანი გამოცდილება, შეკრებილებს გაუზიარეს ინფორმაცია განხორციელებულ პროექტებზე, ერთობლივ ინიციატივებზე, ადგილობრივი საჭიროებების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, ამომრჩეველ ქალთა კლუბთან და ადგილობრივ მასმედიასთან თანამშრომლობაზე.

კონფერენციაზე მოწვეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და ხაზი გაუსვეს მის გაგრძელების და მხარდაჭერის აუცილებლობას. მათი თქმით, ასეთი თვალსაჩინო გამოცდილება დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი გენდერული საბჭოები საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული შესწორებების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს გენდერული საბჭოების შექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შეჯამება

    

გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან სამწლიანი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იყო - ასეთი შეფასება გაკეთდა ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კონფერენციაზე, რომელიც  21 ივლისს ჩატარდა ოზურგეთში საბჭოს მუშაობის შედეგების შეფასების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ოზურგეთის, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები, გურიის (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის) და აჭარის (შუახევის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც შევიდა კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ და მოიაზრებს მუნიციპალიტეტებში გენდერული საბჭოების შექმნას. ეს პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი საპილოტე საბჭოების მუშაობა და შედეგები კი სამაგალითო უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.

ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო 8 პროექტს ითვლის. შეხვედრაზე გაანალიზდა პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგები.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხაზგასმულ იქნა საბჭოს მიერ ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება, როგორც საყრდენი დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გეგმა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები