16-დღიანი კამპანია - შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში

  

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დვაბზუსა და ცხემლისხიდის სკოლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. შემდეგ მოსწავლეებმა სოფლებში თავად გამართეს აქცია და შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან, დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის პრეზენტაცია

     

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიუძღვნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფილმი-სიუჟეტის გადაღება. ფილმში საუბარია ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე, ძალადობის პრობლემაზე, გამოსავალზე.

პროექტის დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, ნაჩვენები იქნა ფილმი-სიუჟეტი. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.

აქტიურმა დისკუსიამ ნათლად წარმოაჩინა პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის სურვილი, მეტი გააკეთოს ძალადობის პრევენციისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული საინფორმაციო შეხვედრები ხონში, ფოთში, კოკში

    

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი, ფოთის მე-7 და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები - კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ კლუბებში.

თემა აქტუალური და მნიშვნელოვანი: გენდერული ძალადობა, მიზეზები და მექანიზმები პრევენციისთვის.

შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს ძალადობის მიზეზებზე, მენტალიტეტზე. ერთმა მონაწილემ, რომლის დედა საზღვარგარეთაა, აღნიშნა: „მე წინააღმდეგობას ვუწევ მამას, რომელიც არ მუშაობს და დედას თხოვს ფულს. ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ, თვითონ წასულიყო და დედა შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ ამაოდ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ცხოვრება არ მქონდეს. ჩემი ოჯახი დიდი გაკვეთილია ჩემთვის“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები ქალაქებსა და სოფლებში

  

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სამობილიზაციო შეხვედრები  ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან ქალაქებსა და სოფლებში ქუთაისში, ფოთში, აგრეთვე წყალტუბოს, სენაკის,  ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრების თემა, ძირითადად, გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხონში

 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყო თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც შეაფასა ადვოკატირების საკითხის გარშემო (მთავარი ბიბლიოთეკის ცენტრალური გათბობის მოწესრიგება) არსებული სიტუაცია და თვითმმართველობის პოზიცია გამოხატა.

როგორც აღინიშნა, საკითხი უკვე დგას ადგილობრივ დღის წესრიგში, მაგრამ თემის აქტუალობას ზრდის სამოქალაქო აქტიურობა, ხელმოწერები.

შეხვედრაზე  დაიგეგმა ადვოკატირების მომდევნო ეტაპები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა, რაც საშუალებას იძლევა მომავალი წლის პროგრამებში მოხდეს სასურველი საკითხების გათვალისწინება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები