საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთში

  

ქ. ოზურგეთის მე-4 საბავშვო ბაღში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს დეპუტატები ირინა საჯაია და ნინო ტაბატაძე. ბაღის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნა  შენობის სრული რეაბილიტაციაა, რადგან საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა. ისაუბრეს დაბალი ხელფასების შესახებაც და ითხოვეს, რომ გაითვალისწინონ მათი შრომა დაპასუხისმგებლობა.

საკრებულოს დეპუტატები შეპირდნენ შეხვედრის მონაწილეებს, რომ ქალაქის მერს შეხვდებიან და განიხილავენ რემონტის საკითხს, ხელფასების თემა კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სპორტული აქტივობა

    

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ ფარგლებში ჩატარდა სპორტული ღონისძიება სლოგანით „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ძალადობის წინააღმდეგ!“

1-ლი დღე მიეძღვნა შმმ პირთა შორის შეჯიბრებას შაშში, ნარდსა და ჭადრაკში.

11 ივლისს ჩატარდა შეჯიბრება ხელბურთში, ჭიდაობაში.

ღონისძიებები ჩატარდა ქალაქ ფოთის მერიის ახალგაზრდული სამსახურის მხარდაჭერით და მათი თანადგომით. მოწვეულნი იყვნენ დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდები, ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები.

ყველა მონაწილეს გადაეცა მაისური, სერტიფიკატი, გამარჯვებულებს - დიპლომები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში

  

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ქალები ცვლიან მომავალს“ ფარგლებში ჩატარდა 3 საინფორმაციო შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მათხოჯი, ნახახულევი და კუხი.

შეხვედრების დროს ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალდობის კანონის, დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებების დარღვევაზე. მათ გაიგეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზეც.

შეხვედრებზე აქტიური დისკუსია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მზადება დასკვნითი კონფერენციისთვის

  

 

11 ივლისს გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 28-ე სხდომა, რომელიც მიეძღვნა მზადებას დასკვნითი კონფერენციისთვის. კონფერენციაზე გენდერული საბჭო გეგმავს, სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გაუზიაროს თავისი სამუშაო გამოცდილება, შედეგები და მიღწევები.

კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, გუბერნიის, ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

  

 

4 ივლისს სენაკში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სამხატვრო სკოლის და კულტურის სახლის წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს დეპუტატმა ელისო ცაგურიამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ეკა ყურაშვილმა.

კულტურის სამსახურის მუშაკები ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე არიან. მათ მოკრძალებით აღნიშნეს დაბალი ხელფასების შესახებ და ითხოვეს, რომ იფიქრონ მათ მომატებაზე.

გარდა ამისა, ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ საკითხებში გარკვევას და, შეძლებისდაგვარად, დახმარებას შეპირდნენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები