სოფლად მცხოვრებ ქალთა დღე სოფელ კოკში

 

სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს, 17 ოქტომბერს სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გამართა შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან. შეხვედრის დროს ისაუბრეს სოფელში არსებულ სიტუაციაზე, ქალთა პრობლემებზე, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე.

შეხვედრაზე მიწვეული იყო სპეციალისტი ქუთაისიდან - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ლორიტა მიქავა. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სხვადასხვა ასაკის ქალთა პრობლემებზე და დაავადებებზე, ყოველწლიური გამოკვლევის მნიშვნელობაზე, არსებულ უფასო კვლევებზე.

მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ, ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ სპეციალისტს და მიეღოთ რჩევები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკში დაიწყო მინი-პროექტი

  

 

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მუშაობა ფონდი „სოხუმის“ დაფინანსებული პროექტში „ახალგაზრდები - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის  ორ სოფელში - ნოსირში და ძველ სენაკში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები გამგებლის წარმომადგენლებთან, განათლების რესურს-ცენტრში, სკოლის დირექტორებთან და ახალგაზრდებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა

 

ქუთაისში, ფონდ „სოხუმში“ ხონის, ქუთაისის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერების საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ საკუთარ ფუნქციებს, უფლება-მოვალეობებს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში სამივე ჯგუფის ლიდერმა იმ პრობლემებზე გააკეთა აქცენტი, რომელთა მოგვარება ადვოკატირებით შესაძლებელია. ჯგუფის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რამდენიმე დღეში წარმოადგინონ ადვოკატირების დეტალური გეგმა და გრაფიკი.

ადვოკატირების გეგმა განიხილება საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სამივე ქალაქში გაიმართება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამობილიზაციო შეხვედრები

   

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ტრადიციული ყოველთვიური სამობილიზაციო შეხვედრები ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში, ხონში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კოკსა და ხურჩაში.

ოქტომბერში აღინიშნება სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე - შეხვედრების თემა სწორედ ამ თარიღის შესაბამისად განისაზღვრა. შეხვედრებზე საუბარი იყო  ქალთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

      

გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმართეს „ინერ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრას ესწრებოდა 13-დან 21 წლამდე 21 გოგონა. მათთვის ნაჩვენები იყო საინტერესო  ფილმი რეპროდუქციულ თემაზე. დისკუსია აქტიურად წარიმართა, იყო შეკითხვები და პასუხები, საუბარი ნაადრევი ქორწინების ნეგატიურ შედეგებზე.

გოგონებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ შეიკრიბონ და იმსჯელონ აქტუალურ თემებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები