
20 ივნისი ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღეა. ქუთაისში, თიბისი გალერეაში ამ დღეს ფონდ „სოხუმთან“ არსებულმა გაერთიანებამ „გოგონები და ქალები დემოკრატიის განვითარებისთვის“ მოაწყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.
ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დევნილთა სტრუქტურებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სწორედ დევნილთა თემის წარმოჩენა მოხდა - მისი ყოველდღიურობით, მიღწევებით...
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, პარტნიორი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.



პროექტის „თემთა მობილიზება ოჯაში ძალადობის პრევინციისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვალერი ბახტაძესთან და თავმჯდომარის თანაშემწესთან ქეთევან ყუფარაძესთან. ისინი გაეცნენ სამოქმედო გეგმას, პროექტში შეტანილ იქნა კორექტივები - ივანდიდისა და ქუტირის ნაცვლად მუშაობა განხორციელდება ნახახულევში, კუხსა და მათხოჯში.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ფონდი „სოხუმის“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საკრებულოსა და გამგეობაში. მათ მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობაზე სოფელ ხომულსა და სოფელ წყალტუბოში.