შეხვედრა ქუთაისის ბიბლიოთეკაში

  

ქუთაისის №17 ბიბლიოთეკაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ახლომდებარე კორპუსების მცხოვრებლები. მოწვეული იყვნენ ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ დვალიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა ისაუბრეს ყოფით და ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებზე.

ბატონმა კახაბერმა აღნიშნა, რომ მას ხშირად აქვს შეხვედრები თავის უბანში მცხოვრებ ადამიანებთან, მაგრამ ამ ტიპის შეხვედრა მისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა -მცირე აუდიტორიაში საჭირბოროტო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ბიზნეს-პროექტების კონკურსის სამი გამარჯვებული თერჯოლაში

    

19 მაისს თერჯოლაში დასრულდა ბიზნეს-პროექტების კონკურსი პროექტის „ახალგაზრდებისგანვითარებაახალსაფეხურზე“ ფარგლებში. კონკურსის დაწყებამდე, ბიზნეს-პროექტების განხილვის მიზნით, შეიკრიბა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: დონორი ორგანიზაცია PIN-ის და ფონდი „სოხუმის“, ადგილობრივი სტრუქტურებისწარმომადგენლები, ახალგაზრდული სახლის დირექტორი. ქულები ობიექტურად  განაწილდა. კონკურსის გამარჯვებულებად დასახელდნენ: ელისო ფანჩულიძე, ნიკოლოზ მემანიშვილი და ნანო მაკარიძე. საუკეთესო ბიზნეს-პროექტების ავტორებმა საჩუქრად მიიღეს პროექტის ფარგლებში შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია  „ადამიანი გაჭირვებაში“  მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთის №5 სკოლაში

 

საინფორმაციო შეხვედრას ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

მშობლების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია ქალაქის ბიუჯეტის პროგრამების შესახებ. მათ გაუჩნდათ მოტივაცია, მეტი ინფორმაცია მიიღონ და გამოიყენონ ბიუჯეტით არსებული მხარდაჭერა.

პედაგოგებმა ისაუბრეს რიგ პრობლემებზე - სკოლა არ არის გაზიფიცირებული. სკოლამდე მისასვლელად პედაგოგებს უწევთ ორი ტრანსპორტით მგზავრობა. აღნიშნეს, რომ პირდებოდნენ უფასო მგზავრობის მოწმობებს, მაგრამ არ მიუღიათ. სწორედ ამ საკითხის ადვოკატირება გადაწყდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სტუდენტები - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

  

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მონაწილეებმა მოკლე ანგარიშები წარმოადგინეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის რეკომენდაციები - ამ კითხვებზე პასუხი კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტის ფარგლებში სტუდენტების ჯგუფთან გამართულ ტრენინგზე. საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით სხდომას პროექტში ჩართული სტუდენტებიც დაესწრნენ.

დღის წესრიგის მიხედვით, საბჭოს წევრებმა სხდომის დასასრულს დააფიქსირეს ახალი პროექტის იდეები, რომელთა ირგვლივ მუშაობა საინიციატივო ჯგუფში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრები ხონში, კოკში, ქუთაისში

 

ხონში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისში ჩატარებული  საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა თემას - გენდერული ძალადობის მიზეზები და დაცვითი მექანიზმები.

ხონში, როგორც ყოველთვის, ბიჭები უფრო აქტიურობდნენ. მათი აზრით, თემის განხილვაში გოგონებიც უნდა ჩაერთონ, რომ ყველაფერში უკეთ იყვნენ გარკვეულნი.

კოკელი ახალგაზრდების თქმით, ამ თემაზე ლაპარაკი პირველად „სოხუმში“ დაიწყეს და ახლა თავისუფლად მსჯელობენ და დასკვნებსაც აკეთებენ.

ქუთაისში სტუდენტებთან გამართული შეხვედრა დაიწყო მოკლე ინფორმაციით ფონდი „სოხუმის“ შესახებ. ინტერაქტივიმა აჩვენა, რომ მათთვის ეს თემა საინტერესო და აქტუალურია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები