მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის

   

ფონდ „სოხუმსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ხელი მოეწერა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი განსაზღვრავს ჩარჩო-პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეები იხელმძღვანელებენ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისას, იგპ-თა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში, დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.

მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და თავიანთ პასუხისმგებლობებს.

სამუშაო შეხვედრა ოზურგეთში

  

 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ინიცირებით სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა თემაზე: დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ასპექტზე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიკაციაზე. შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისაკენ. 

შეხვედრაზე არაერთი საჭირბოროტო საკითხი დაისვა და გადაჭრის გზებიც დაისახა. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიცირებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო კვლევას იწყებს

  

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ჩატარების შესახებ. განისაზღვრა კვლევის სამიზნე ჯგუფები, განაწილდა ფუნქცია-მოვალეობები. ფოკუს-ჯგუფებით, ჩაღრმავებული ინტერვიუებით და გამოკითხვით მიღებული შედეგების გაანალიზების მიხედვით საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

სხდომის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა შეაფასეს გენდერული საბჭოს  პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია და ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომლებიც პროექტის მეორე ეტაპზე უნდა ჩატარდეს.

შეხვედრის ბოლოს მერიის წარმომადგენელმა პაატა კლდიაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა „ქუთაისის განვითარების სტრატეგია“. საბჭოს წევრებმა  გადაწყვიტეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ დოკუმენტის განხილვაში და გენდერული კომპონენტები შეიტანონ ცალკეულ აქტივობებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული თანასწორობის საბჭო წყალტუბოში

  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. საბჭოში ის ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფონდ „სოხუმთან“, მონაწილეობენ ტრენინგებსა თუ შეხვედრებში.

საკრებულოში საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ ქალთა მიმართ ძალადობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წწ. სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ ყურადღება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვა ამ მიმართულებით აუცილებელია.

თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობას. მობილიზატორები ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ეცნობიან თვითმმართველობის პროგრამებს, საკრებულოს სხდომაზე განხილულ ინფორმაციებს და სამობილიზაციო შეხვედრების დროს ბენეფიციარებს აწდიან მიღებულ ინფორმაციებს.

მობილიზატორები აქტიურად თანამშრომლობენ სოფლის რწმუნებულებთან. მათი მხარდაჭერით ხდება სამობილიზაციო შეხვედრების ორგანიზება სოფლებში. მაგალითად, ასე ჩატარდა შეხვედრები აპრილში ხომულსა და სოფელ წყალტუბოში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), თეკლათსა და ბათარიაში (სენაკის მუნიციპალიტეტი),  გოჩა ჯიხაიშსა და ქუტირში (ხონის მუნიციპალიტეტი).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები