სენაკის გენდერული საბჭოს სხდომა

  

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 24-ე სხდომა დაიწყო ახალგაზრდული საკრებულოს წევრების საინტერესო ინიციატივების წარდგენით. საბჭომ განიხილა ახალგაზრდული პროექტის შემუშავებისა და თანადაფინანსების საკითხი, რაც აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები მცირე გრანტების მეშვეობით. თავის მხრიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებმა გამოხატეს  მზადყოფნა, ჩაერთონ გენდერული საბჭოს პროექტებში.

ამას გარდა, სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ახალგაზრდებისა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის და სენაკის მუნიციპალიტეტის  სოფლებში სოციალური პრობლემების ადვოკატირების პროცესში. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერენ მათ პროექტს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქუთაისში

 

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სხდომაზე განსახილველად იმ პროექტის სამუშაო ვარიანტი გაიტანა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ  ადამიანები, რომლებიც მომავალი პროექტის  აქტივობებთან პირდაპირ კავშირში არიან: ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ლექტორები.

მუშაობისას დაფიქსირდა სხვადასხვა პოზიცია, რომელიც პროექტის ეტაპებს, სამიზნე ჯგუფებს და თემატიკას უკავშირდება. სხვადასხვა მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი 6 კაცის შემადგენლობით, რომლებიც პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ.

შეხვედრის მეორე ნაწილში საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს იდეები ახალი პროექტის შესაქმნელად.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მარტის სამობილიზაციო შეხვედრები

 

მარტის თვეში ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა 5 ქალაქში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში.

შეხვედრების თემა იყო ქალთა სოლიდარობის კვირეული. შეხვედრების დროს დაფიქსირდა ქალთა პრობლემები, მათ შორის - ქალთა სიმცირე პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ფემიციდის გახშირებული შემთხვევების შესახებაც.

აღინიშნა, რომ ქალის მიმართ პატივისცემა მთელი წელი უნდა გამოიხატოს - მათი უფლებების პატივისცემით, პოლიტიკური გაძლიერებით და გააქტიურებით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული ქსელის შეხვედრა ქუთაისში

  

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა იმერეთის რეგიონის გენდერული ქსელის შეხვედრა თემაზე „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სტუმრები რეგიონებიდან.

განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა გენდერული თვალსაზრისით. გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხებზე: ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმები, მათი მონაწილეობის ხელშემწყობი პირობები საპარლამენტო არჩევნებში, კვოტირება.

შეხვედრა აქტიურად და საინტერესოდ ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება. 

პრეზენტაცია წყალტუბოში

  

ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო პროექტი „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“. პროექტის არეალია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა -პროექტის პრეზენტაცია. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღის (#1, #2 და კოპიტნარის) აღჭურვა ინვენტარით

- არაფორმალური განათლება დევნილთა თემისათვის

- დევნილთა რესურს-ცენტრის ჩამოყალიბება

- დევნილთა პრობლემების წამოწევა ადგილობრივ თვითმმართველობაში

მონაწილეები - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პროექტით და გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები