საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის საკრებულოში

  

ქუთაისის საკრებულოში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობისგან დაცვის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების სავალდებულო ჩართვის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ფონდი „სოხუმი“, ხოლო უძღვებოდნენ  ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები.

კამპანიის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინფორმაციის მიწოდება, ოჯახში ძალადობის პრევენციის და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარებაა. 

პირველი შეხვედრა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში

  

პირველი შეხვედრა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრა მოეწყო გამგებლის წარმომადგენლებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ შეკრებილებს გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, დებულება გენდერული საინიციატივო ჯგუფებისა, რომლებიც შეიქმნება სოფლის თემებში. პროექტის ფარგლებში ეს ჯგუფები გაივლიან სპეციალურ ვორკშოპებს გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებას.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა და გამგებლის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ ჩაერთვებიან პროექტში და ხელს შეუწყობენ ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაზრდას ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საბჭოს ახალი პროექტი

     

ქუთაისის გენდერულმა საბჭომ დაიწყო ახალი პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“. პროექტი ხორციელდება ქუთაისის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით.

21 აპრილს პროექტის ფარგლებში „გრანდ პალასში“ რეგიონალური  კონფერენცია გაიმართა თემაზე „გენდერული კომპონენტები ადგილობრივ ბიუჯეტში - არსებული რეალობა, პოზიტიური ცვლილებები, მომავლის პერსპექტივები“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, წყალტუბოს, ხონის, ვანის, სამტრედიის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები.

კონფერენციის პირველ ნაწილში ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გენდერული მიმართულებით მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს.

კონფერენციის მეორე ნაწილში მომხსენებლებმა თანასწორობის თემა სხვადასხვა კონტექსში განიხილეს. კონფერენცია დასრულდა მოხსენებით: სტუდენტთა  გენდერული საჭიროებები და მათი ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში.

პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. კონფერენციაზე განხილულ საკითხებზე დისკუსიები ქუთაისის უნივერსიტეტებში გაგრძელდება.   

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სამობილიზაციო შეხვედრები რეგიონებში

  

აპრილის თვის სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო ძალადობის გავლენა ახალგაზრდებზე. შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხურჩასა და კოკში.

შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა 6 აპრილზე - სპორტის საერთაშორისო დღეზე ახალგაზრდობისა და განვითარებისათვის. საუბარი შეეხო იმას, რატომაა მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი კავშირი ძალადობის პრევენციისთვის.

დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში კვლავ დასახელდა პრობლემები: არასახარბიელო  პირობები, სოციალური ფონი, უმუშევრობა, მიგრაცია, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული საჭიროებების კვლევა ოზურგეთში

  

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევას იწყებს. სხდომაზე შერჩეულ იქნა სამიზნე ჯგუფები ფოკუს-ჯგუფებისა და გამოკითხვისთვის, ასევე რესპონდენტები ჩაღრმავებული ინტერვიუსთვის.

ჯგუფის წევრებმა მაქსიმალურად მოიცვეს ყველა ჯგუფი, ვისი საჭიროებაც ნაკლებადაა ასახული ბიუჯეტში. გამოკითხვა ჩატარდება სოციალურად დაუცველ ქალბატონებთან, ახალგაზრდებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და მცირე ბიზნესით დაკავებულ ქალებთან. ფოკუს-ჯგუფები დააფიქსირებს დევნილთა, პედაგოგთა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა, მარტოხელა და მრავალშვილიან დედათა საჭიროებებს. ფოკუს-ჯგუფის ჩატარება გადაწყდა თემის ლიდერებთან, რათა უფრო მეტი პრობლემა გამოვლინდეს. ინტერვიუსთვის შეირჩა ექსპერტები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის და შშმ პირთა საკითხებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები