ოზურგეთის გენდერული საბჭოს სხდომის განსხვავებული ფორმატი

   

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა განსხვავებული ფორმატით შედგა. მეტი მედიარეზონანსისთვის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრეს-სამსახურის სპეციალისტებმა.

საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ წარმოადგინა ანგარიში მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე. ხაზგასმულ იქნა, რომ ამ შეხვედრებში ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალია, შესაბამისად - გენდერული საჭიროებების წამოწევაც არ ხდება. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია მსგავს შეხვედრებზე გენდერული ბალანსის დაცვა, რაც ხელს შეუწყობს გენდერული პროექტების განხორციელებას.

საბჭოს იურისტმა სხდომაზე წარმოადგინა ჩატარებული საქმიანობის ანგარიში.  ყურადღება გამახვილდა ისეთ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც რთულად მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ამ საკითხებზე რეაგირებისთვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ჟურნალისტები.

 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთის №1 საბავშვო ბაღში

 

საინფორმაციო შეხვედრას ოზურგეთის №1 საბავშვო ბაღში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი  ირინა საჯაია.

ბაღის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან კარგი პირობებით, აქვთ სათამაშოები, თბილი და მზრუნველი გარემო,  გულისტკივილი გამოთქვეს თავიანთი დაბალი ანაზღაურების გამო და ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ დიდი ინტერესით დაესწრებოდნენ ტრენინგებს  გენდერულ თუ სხვა მათთვის საინტერესო თემაზე.

აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე, რომელიც ჩანიშნულია აპრილში. ხოლო შეხვედრაზე დასმული საკითხი იმავე დღეს განხილული იყო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. დაფიქსირდა, რომ უახლოეს თვეებში შეიმუშაონ სატრენინგო პროგრამა საბავშვო ბაღებისთვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა საინიციატივო ჯგუფები - ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირებას იწყებენ

  

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ქალთა ადგილობრივი  საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. ქალებმა კიდევ ერთხელ განაზოგადეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, მოახდინეს ადგილობრივი  პრობლემების იდენტიფიცირება, გამოყვეს პრიორიტეტული პრობლემების ნაწილი და შემოგვთავაზეს მათი მოგვარების საკუთარი ხედვა.

ქალთა რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხები და წყალტუბოს სამშობიარო სახლის საჭიროების სერიოზული არგუმენტაცია; ინკლუზიური ბავშვების დედების საჭიროებები; ქალთა ინფორმირების საკითხი, როგორც მათი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აქტივობის ხელისშემწყობი ფაქტორი - შეხვედრაზე დაისახა ადვოკატირების სამომავლო სტრატეგია. ამ სტრატეგიის ნაწილია თანამშრომლობის პერსპექტივა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოსთან, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის ქალთა ფონდ Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული მუშაობის მიმართ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კვლევის პრეზენტაცია ქუთაისის თვითმმართველობაში

  

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევა დასავლეთ საქართველოში“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საზოგადოების ფართო სპექტრი, ასევე შვედეთის ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ კვლევის შედეგებს, რომელიც ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელთაც კიდევ ერთხელ გამოკვეთეს რისკის ფაქტორრბი, რომლებიც საერთოა ქართველი და აფხაზი ქალებისათვის. ასევე - განსხვავებული ხარისხი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ოჯახში ძალადობისაგან დაცვის  და სხვა საკითხებში. 

მონაწილეთა მიერ გაკეთდა შეფასებები,  რომ აშკარაა  კვალიფიკაცია და შრომა, რომელიც გასწია ფონდმა „სოხუმმა“ კვლევაზე მუშაობისას. მათ გამოკვეთეს საკითხები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას, მათ შორის  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების  შეზღუდვა.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრა სენაკის ბიბლიოთეკაში

  

საინფორმაციო შეხვედრას სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, გენდერული  საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს წევრები ალექსი დემურია და დინა გიორგაძე.

შეხვედრაზე ქალბატონებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“, გენდერული  საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის და საკრებულოს სოციალური პროგრამების შესახებ.

განხილულ იქნა საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემებიც. აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე პრობლემების ადვოკატირებისა და მოგვარებისათვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები