პრეზენტაცია წყალტუბოში

  

18 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ შედეგების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დევნილმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორკშოპების შედეგად დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაატარონ მონიტორინგი, შეისწავლონ პრობლემები და გამონახონ მათი მოგვარების გზები.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხონში

  

ხონის გამგეობაში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭომ მოქმედი წევრები და საბჭოს დებულება დაამტკიცა. მის შემადგენლობაში  კი თვითმმართველობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები შედიან. იმავე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  „PIN - საქართველოსა“  და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. პრეზენტაციას ადგილობრივი საჯარო მოხელეების გარდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.

მონაწილეების აზრით, ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.

ჟურნალისტები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

  

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 26-ე სხდომაზე განხილულ იქნა საბჭოს წევრების მიერ ჩატარებული ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგები. მათ წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები და აღნიშნეს სამიზნე ჯგუფების ძირითადი საჭიროებები.

საუბარი იყო საბჭოს მიმდინარე პროექტზეც, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში ხორციელდება - უკვე გაიმართა 10 ვორკშოპი სოფლებში შექმნილ გენდერულ საინიციატივო ჯგუფებთან. პროექტი გრძელდება და მისი შემდგომი ეტაპი მიმართულია სოფლის ახალგაზრდობის ჩართვისკენ ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.

იმისათვის, რომ პირველწყაროდან გაეგოთ ჩატარებული კვლევის შედეგების და ახალი პროექტის მიმდინარეობის შესახებ, სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ჩვენი პარტნიორი მედიასაშუალებების - გაზეთ „კოლხეთის“, ტელეკომპანია „ეგრისის“ და რადიო „ძველი ქალაქის“ (ქუთაისი) ჟურნალისტები. ისინი გაესაუბრნენ საბჭოს წევრებს და უახლოეს ხანებში ეს აქტივობები მედიაში გაშუქდება.

 პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა თეკლათის საბავშვო ბაღში

   

თეკლათის საბავშვო ბაღში საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ თემის რწმუნებული ია აბულაძე და ა(ა)იპ-ი ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები.

აღმზრდელებმა ისაუბრეს „სოფლის პროექტის“ ფარგლებში ბაღისთვის გაწეულ  სამუშაოებზე - სველი წერტილების მოწესრიგება, გადახურვა, ფანჯრების გამოცვლა. აღინიშნა, რომ ივნისს-ივლისში იგეგმება დამხმარე ოთახის გაფართოება და დერეფნის რეაბილიტაცია.

აღმზრდელებმა ისაუბრეს ჯერაც მოუგვარებელ პრობლემებზეც. ბავშვებს არა აქვთ კეთილმოწყობილი ეზო, საქანელები და ატრაქციონები. ბაღში არის სათამაშოების, თვალსაჩინო მასალების, ინვენტარის ნაკლებობა.

ა(ა)იპი-ს წარმომადგენლების განმარტებით, მათ საკმარისი თანხები არ გააჩნიათ ყველა პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა თანდათანობით ყველაფერს გაითვალისწინებენ და მოაგვარებენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სენაკში დასრულდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა

  

 

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა. კვლევის ფარგლებში გაიმართა 4 ფოკუს-ჯგუფი სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან, ექიმებთან, ლიდერ ქალებთან, ახალგაზრდა მშობლებთან, შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ადამიანებთან; 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ექსპერტებთან ეკონომიკის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ჯანდაცვის საკითხებზე. ანკეტური მეთოდით გამოკითხულ იქნა 200  ადამიანი - სოციალურად დაუცველი ქალები, დევნილები, მცირე მეწარმე ქალები და ახალგაზრდები.

კვლევის შედეგად დაფიქსირდა სამიზნე ჯგუფების ძირითადი საჭიროებები – სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხელფასის მომატება,ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და პროგრამებზე, ბიზნეს ტრენინგები და კონსულტაციები მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის, გრძელვადიანი საბანკო დაბალპროცენტიანი კრედიტები, შინმოვლის პროგრამები და მრავალი სხვა.

ეს არის მესამე კვლევა, რომელიც არსებობის სამი წლის მანძილზე ჩაატარა საბჭომ. შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთაორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები