წიგნის პრეზენტაცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

     

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რამაზ სურმანიძის წიგნის „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“ წარდგენა. წიგნი ფონდი „სოხუმის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ და მიულოცა ბატონ რამაზს 71-ე წიგნის გამოცემა.

წიგნის შესახებ ისაუბრეს რედაქტორმა, პროფესორმა აკაკი ბერიძემ, რეცენზენტებმა პროფესორმა შორენა ვაშაძემ და განათლების დოქტორმა მარინე გურგენიძემ, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ნათია კიკვაძემ, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრმა ნატო ზოიძემ, პოეტმა ცისანა ანთაძემ, მწერალმა ანა დუნდუამ.

ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ შეასრულა სიმღერები.

დასასრულ, რამაზ სურმანიძემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

   

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიეძღვნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის სამიზნე ჯგუფების და  მეთოდების განსაზღვრას. კვლევა დასრულდება მაისში და მიღებული შედეგების გაანალიზებით, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს 2017 წლის ბიუჯეტისთვის.

სხდომაზე დაიგეგმა ღონისძიებები საბჭოს ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ სოფლებში.  პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან გაიმართება 25 აპრილს, შემდეგ კი სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში ჩამოყალიბდება გენდერული საინიციატივო ჯგუფები. პროექტის ძირითადი მიზანია ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ინვენტარის გადაცემა წყალტუბოს №2 ბაღში

    

6 აპრილს ფონდი „სოხუმი“ წყალტყუბოში იმყოფებოდა. №2 ბაღს გადაეცა: ტანსაცმლის კარადა - 3 ერთეული,  2 თარო წიგნებისათვის, პედაგოგების სკამები - 12 ცალი, საბავშვო სკამები - 100 ცალი, საბავშვო მაგიდები - 20 ცალი და სასწავლო-სააღმზრდელო წიგნები.

ინვენტარის გადაცემა მოხდა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში (ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის პროექტი „ახალგაზრდული ჩართულობა და სოციალური ანგარიშვალდებულება“, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით).

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, აიპი წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია, ბაღის  მენეჯერი და  პედაგოგები.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბაღების გაერთიანების თანამშრომლება აღნიშნეს, რომ პროექტი პირდაპირაა მიმართული ბავშვების სააღმზრდელო გარემოს გაუმჯობესებისაკენ, მომავალზე ზრუნვა კი მეტად მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

კოპიტნარის ბაღისათვის ინვენტარის გადაცემა

       

კოპიტნარის N8 საბავშვო ბაღში ამ დღეს ნამდვილი დღესასწაული იყო: მთლიანად შეიცვალა ინვენტარი - მაგიდები, სკამები, კარადები, შეივსო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით.

აქცია ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში.

პროექტის თანახმად, ინვენტარი გადაეცა 3 საბავშვო ბაღს (წყალტუბოს N1, N2 და კოპიტნარის N8 საბავშვო ბაღები). ამ სკოლამდელი დაწესებულებების შერჩევა დევნილი ბავშვების რაოდენობის პრინციპით მოხდა. კოპიტნარის საბავშვო ბაღი 65 აღსაზრდელზეა გათვლილი, მათი უმეტესობა დევნილთა ოჯახიდანაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

წყალტუბოს №1 ბაღისთვის ინვენტარის გადაცემა

    

პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ წყალტუბოს №1 ბაღს გადასცა ინვენტარი: ტანსაცმლის კარადა - 7 ერთეული,  2 კარადა სათამაშოებისათვის, 3 მაგიდა პედაგოგებისათვის, წიგნების თარო - 2 ცალი, პედაგოგების სკამები - 12 ცალი და სასწავლო-სააღმზრდელო წიგნები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აიპი წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია,  ბაღის  მენეჯერი და  პედაგოგები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალტუბოს №2 ბაღის - №1 და კოპიტნარის ბაღის აღჭურვა ინვენტარით აპრილის დასაწყისში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა და მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები