ბროშურის პრეზენტაცია წყალტუბოში

 

წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ფონდი „სოხუმის“  პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია. 

დისკუსიისას მონაწილეებმა სხვადასხვა პოზიციიდან ისაუბრეს ადამიანურ საფრთხეებზე და გამოსავალზეც იფიქრეს. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა საფრთხეებს სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, აგრეთვე - ჯანმრთელობის სფეროს, ქალთა უფლებებს, სასურსათო უსაფრთხოებას.

შეხვედრის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ საკითხის აქტუალურობა ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს. მსჯელობა და რეკომენდაციების შემუშავება საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა გაგრძელდეს, სახელისუფლებო რგოლები კი მეტი აქტიურობით ჩაერთონ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაში.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

  

ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში ჩაატარა. შეკრებილებმა გაიგეს სიახლეებზე ქალაქის სოციალურ პროგრამებში, რაც ყოველი მათგანისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. ისაუბრეს თავიანთი პრობლემების მოგვარების შესახებ.

ასისტენტი ასევე დაესწრო ებრაელ ქალთა კლუბის შეხვედრას. ამ კლუბის  მთავარი მიზანია ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციების გაზიარება, თანადგომა. ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა გააცნო ქალბატონებს ფონდის მუშაობის შესახებ და ზოგიერთი მათგანი მოიწვია ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე, რათა თვითონაც ჩაერთონ მუშაობაში  და პრობლემების ადვოკატირებაში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ბროშურის პრეზენტაცია ფოთში

 

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალები.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, ძირითადად,  სოციალურ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით არსებული საფრთხეები სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ქალებს. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება. მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ დახმარებით, რომელიც მრავალშვილიან დედებს ეხება.

მონაწილეთა საერთო შეფასებით, მსგავსი საკითხების განხილვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად გაზრდის თანამშრომლობის ხარისხს და პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ადამიანური უსაფრთხოების საკითხები კონფლიქტის ზონაში

 

ადამიანური საფრთხეები განსხვავებულად აღიქმება სოფელ ხურჩაში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის საზღვრისპირა ზონაში. ეს მოსაზრება კიდევ უფრო განმტკიცდა მრგვალ მაგიდასთან, რომელსაც ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები კოკიდან, ხურჩიდან (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი).  

შეხვედრა დაიწყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციით, რომელიც სპეციალურ პუბლიკაციაში გაერთიანდა.

შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. ქალებმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მათი აზრით, ადამიანური საფრთხეები კონფლიქტის ზონის სოფლებში უფრო გამძაფრებულია და საზოგადოების ყველა რგოლი უნდა იყოს მობილიზებული, რათა უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ბროშურის პრეზენტაცია ხონში

ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.

კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა - სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა - მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. აქცენტი გაკეთდა იმ წინადადებებზე, რომლებიც ხონის ჯგუფის მიერ იქნა მოწოდებული.

დისკუსიისას საუბარი შეეხო საზოგადოების უსაფრთხო ცხოვრების კომპონენტებს. მონაწილეთა აზრით, ქალთა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება საზოგადოების კონსოლიდაციით უნდა დაიწყოს და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ სტრუქტურებმა, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები