უკრაინაში გაგზავნილი ამანათები
დახმარება უკრაინელ ქალებს ქალთა ფონდი „სოხუმისგან“ - ეს წარწერა აქვს უკრაინაში გაგზავნილ ყველა ამანათს. ქალთა ორგანიზაციამ გაითვალისწინა საჭიროებათა სია, რომელიც უკრაინის საელჩომ გაავრცელა.
ომში ქალებს სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ და ამიტომაც ამანათებში განაწილდა: საკვები ბავშვებისა და ახალშობილებისთვის, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები...
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ასე გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ქალების მიმართ.