საინფორმაციო შეხვედრა ვანში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის და ვანის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ვანში ჩატარდა შეხვედრა საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციის და ქალაქის ბაღების მენეჯერების, აღმზრდელების, ფსიქოლოგების და მეთოდისტების ჩართულობით. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ ანგარიშზე - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“. ძირითადი აქცენტი გაკეთდა დოკუმენტში ასახულ გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების და ბაღების გაერთიანების მუშაობას გააუმჯობესებს ძალადობის პრევენციის კუთხით.

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ განყოფილების კოორდინატორი და ინსპექტორი. გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა კი მათ გააცნო ინფორმაცია განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე დასახელდა არაერთი პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

Image Gallery

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები