აქციები (51)

აქცია - ეს არის საშუალება, დაისახოს კონკრეტული მიზნები და ამოცანები გარკვეული პრობლემის ადვოკატირებისთვის. ფონდი „სოხუმი“ მართავს სამშვიდობო აქციებს, აქციებს გენდერული თანასწორობისათვის,  ჰუმანიტარულ აქციებს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. 2001 წლიდან, ყოველწლიურად, ტარდება საინფორმაციო აქციები კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

აქცია ოზურგეთში

      
ქალაქ ოზურგეთში 25 ნოემბერს ფონდი „სოხუმისა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციას შეუერთდნენ ქალაქის და გურიის რეგიონის ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.
ახალგაზრდებმა ასობით საინფორმაციო ფურცელი დაარიგეს მოწოდებით „არ დავუშვათ ძალადობა ჩვენს გვერდით!“
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

აქცია ბათუმში

25 ნოემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე ჩატარდა მდუმარე აქცია „არა - ძალადობას!“.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი.
აქცია გაიმართა საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს კიდევ 7 ქალაქში ჩატარდა აქცია იმ მიზნით, რომ სახელმწიფომ გააუმჯობესოს გენდერული პოლიტიკა და საზოგადოებამ იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა ძალადობის პრევენციის კუთხით.
 
     

აქცია სენაკში

   
სენაკის ცენტრალურ პარკში, შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო აქცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა, აქტივისტმა ქალებმა და გოგონებმა. აქციას შეუერთდნენ მამაკაცებიც, რომლებიც მხარს უჭერენ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია ფოთში

    
 
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და 16-დღიანი კამპანიის დაწყება აღნიშნეს ფოთშიც. აქცია გაიმართა ცოტნე დადიანის ძეგლთან. 30-ამდე ქალბატონი შეიკრიბა - ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი ქალები და გოგონები. მათ, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთხმად გამოხატეს პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია წყალტუბოში

  
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს ცენტრალურ პარკთან მდუმარე აქცია გაიმართა. მონაწილეები ამ აქციით შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
არა - ქალთა მიმართ ძალადობას! - დუმილით ნათქვამი პროტესტი სიგნალია, რომ თითოეულმა პიროვნებამ, თითოეულმა ოჯახმა უნდა იზრუნოს არაძალადობრივი საზოგადოებისთვის, რადგან ეს არის გზა სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე.  
 
 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქცია ქუთაისში

     
25 ნოემბერი პირველი დღეა კამპანიისა - 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ახალგაზრდები - ყველა გააერთიანა ქუთაისში მერიის გვერდით გამართულმა აქციამ.
გამვლელთა ყურადღება მიიპყრო მოწოდებებმა: „ძალადობა - ბოროტებაა!“, „ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“, „იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!“
პარალელურად მიმდინარეობდა აქცია ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ - მისი მონაწილენი შემოუერთდნენ ფონდის აქციას, რადგან ნაადრევი ქორწინებაც  ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. 
აქცია გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებით.
აქციები ერთდროულად გაიმართა წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეა.
საქართველოში ეს დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა. მას შემდეგ ყოველწლიურად  მრავალი ადამიანი უერთდება.
22 აპრილს კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით.
-დავიცვათ ჩვენი ბუნება, - ასეთი იყო აქციის მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოწოდება. მათ სკოლის ეზოში ხეები დარგეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

16 მარტს ფოთის 1-ლ სკოლაში  ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ჯგუფმა ჩაატარა აქცია, დაარიგა საინფორმაციო ფურცლები და მოსწავლეებს მოუთხრო ქალთა სოლიდარობის კვირეულის შესახებ.
8 მარტს ხონიქუჩებში გამონდნენ გოგონები და ბიჭები - ახალგაზრდული კლუბის მოხალისეები. ისინი ავრცელებდნენ საინფორმაციო ფურცლებს და ბარათებს. ბარათებზე მითითებულია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების (მათ შორის - ხონში) საკონტაქტო ინფორმაცია. აქციამ  ქალების ინტერესი გამოიწვია.
 
2 3 4
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მ არდაჭერით (გერმანია)
1გენდერული კვირეულის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ 8 მარტს, ქუთაისში, შეუერთდა საქართველოს 24 ქალაქში გამართულ აქციას, რომლის ძირითადი სლოგანები იყო:  მეტიქალიპარლამენტში!“, „მეტიქალიპოლიტიკაში!“,მიეციქალსხმა!“.
აქცია საქართველოს ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.
აქციაში მონაწილეობით ფონდის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია - მხარდაჭერილი იქნეს  ქალთაპოლიტიკურ აქტიურობ ასაქართველოში.  

 

2 3

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები