ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდული თეატრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ერთთვიანი პროექტით „ჩრდილების თეატრი გენდერული თანასწორობის პროპაგანდისთვის“, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, ახალგაზრდა მსახიობებს თავიანთი წვლილი შეაქვთ არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
პირველი წარმოდგენები გაიმართა წყალტუბოს პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებში. ბავშვებმა და პედაგოგებმა სპექტაკლ „პირიმზეში“ დაინახეს მეგობრობის, თანასწორობის და თანადგომის კარგი მაგალითი.
პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით
ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები, მოწოდებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ყოველივე ამის ნახვა შეიძლებოდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქციაზე. ახალგაზრდებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ქალაქის ცენტრში მოაწყო საინფორმაციო აქცია, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აქციას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში წელს სენაკში არ ჩატარებულა ტრადიციული მდუმარე აქცია. ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ქალაქის ხალხმრავალ ადგილას გაიმართა ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების და სლოგანების გამოფენა. აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ასე გამოხატეს სენაკელებმა მხარდაჭერა კამპანიის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
27 ნოემბერს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინა ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები და მოწოდებები, მათ შორის:
„ერთად - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“
„იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!“
აქციის ორგანიზატორია ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრის აქტივისტებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები. აქცია გაიმართა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი საინფორმაციო აქციით შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებმა და სლოგანებმა მიიპყრო გამვლელების ყურადღება. ცენტრის აქტივისტებმა დაარიგეს სპეციალურად კამპანიისთვის დაბეჭდილი საინფორმაციო ფურცლები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდებმა, რომლებმაც გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიაში, ვორკშოპების ჩატარება დაიწყეს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ნოემბერში გაიმართა 14 ვორკშოპი. ახალგაზრდა ტრენერებმა ყველა ის თემა აირჩიეს, რომლებზეც მუშაობდნენ ორი ტრენინგის განმავლობაში, გამოიყენეს ყველა მეთოდი. ამიტომაც ვორკშოპების დროს იყო: აქტიური დისკუსიები და საინტერესო პრეზენტაციები, როლური თამაშები, ჯგუფური სამუშაოები, ინდივიდუალური მუშაობა. რაც მთავარია, კმაყოფილები დარჩნენ მონაწილეებიც და ახალგაზრდა ტრენერებიც. ტრენერებს გაუჩნდა მოტივაცია, მეტი გააკეთონ ამ მიმართულებით, მონაწილეებმა კი გაიგეს, როგორ შეიძლება კონფლიქტების მოგვარება.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
ახალგაზრდულმა კლუბებმა საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს აქტუალური თემა „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. საკითხზე ინტერესით იმსჯელეს მონაწილეებმა. კლუბების ახალ წევრებს მოეწონათ უშუალო გარემო და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიჭებმა პროტესტი გამოთქვეს, თუმცა მათმა უმეტესობამ გაიგო საკითხის აუცილებლობა.
მონაწილეებმა მიიღეს აგრეთვე ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ. ფონდ „სოხუმში“ მზადება უკვე დაწყებულია და ახალგაზრდული კლუბებიც ჩაერთვებიან კამპანიის აქტივობებში.
შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა საჯარო სკოლებში - ქუთაისის მე-13, ფოთის 21-ე, წყალტუბოს პირველ, სენაკის პირველ და განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. ერთი შეხვედრა კი გაიმართა ხონის ბავშვთა ბიბლიოთეკაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გენდერული ძალადობა, მიზეზები, დაცვის მექანიზმები - ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემაზე საუბრობდნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე. ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში ტარდება კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შეკრებილმა ახალგაზრდებმა დაგეგმეს აქტივობები კამპანიის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ საყოველთაო პროტესტს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მეორე ეტაპი ტრენინგისა „კონფლიქტოლოგიის საფუძვლების კურსი“. 18 მონაწილე - ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) - ამჯერად ტრენინგის ჩატარების ტექნიკას დაეუფლა - ყველა მათგანმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც მიიღო და მოდელირებული ვორკშოპიც ჩაატარა.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით