ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში - ამ თემებზე ჩაატარეს ვორკშოპი კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ტატა ნარმანიამ და ნინო მორგოშიამ, რომლებმაც ტრენინგი გაიარეს ფონდ „სოხუმში“. 16 ახალგაზრდამ (მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები) მიიღო საინტერესო ინფორმაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზების შესახებ. იყო ისტორიული მიმოხილვა, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები. მონაწილეებმა დააფიქსირეს სამშვიდობო ინიციატივები. მათგან წამოსულმა პოზიტივმა და აქტიურობამ ვორკშოპი ნაყოფიერი გახადა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური
დეპარტამენტის მხარდაჭერით
ეთიკის და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და შინაგანი კულტურის ფორმირება ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, სენაკის, ფოთის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლაში (ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი).
თემის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები, ისაუბრეს ტრადიციებზე. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ მოსწონს ტაბუდადებულ თემაზე საუბარი, იღებს საჭირო ინფორმაციას და მერე ავრცელებს თანატოლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მოხალისეები აქტიურად ჩაერთნენ საზაფხულო ბანაკების ორგანიზებაში. 11 აქტივისტი ფასილიტატორად მუშაობდა ან ახლაც მუშაობს ბანაკებში - სხვადასხვა თემაზე ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს.
წყალტუბოში კლუბის წევრები ჩაერთნენ ინტელექტუალური ვიქტორინების და სპორტული შეჯიბრებების მომზადებაში. ფოთელმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა გამოფენის მოწყობას შეუწყვეს ხელი.
კოკის ახალგაზრდული კლუბი საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.
პროექტიხორციელდება ორგანიზაციაBrotfürdieWelt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
მარიამ ჩერქეზია ახალგაზრდა ფასილიტატორია. მან გაიარა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე და მიიღო ვორკშოპის ჩატარების დავალება.
ვორკშოპი ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ახალგაზრდებმა ისაუბრეს კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მოგვარების გზებზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. ვორკშოპის შესახებ სიუჟეტი მოამზადეს ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა.
მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ივლისის პირველ ნახევარში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების სამი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
გენდერული ძალადობის მიზეზებისა და დაცვის მექანიზმების განხილვისას ახალგაზრდები საუბრობდნენ ქალთა უფლებების დარღვევაზე, ძალადობის ფაქტებზე, მოჰყავდათ მაგალითები.
დისკუსიამ დაგვანახა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეუძლიათდიდი როლი შეასრულონ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნაში.
უჩვეულო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს გამგეობის შენობაში. ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი პროექტის მონაწილემ, ფასილიტატორმა მარი ბალანჩივაძემ 16 ახალგაზრდა შეკრიბა და მათთან ერთად ჩაატარა ვორკშოპი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე.
აქტიური დისკუსიების, ჯგუფური მუშაობების და პრეზენტაციების დროს იგრძნობოდა ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი თემის მიმართ. შემუშავდა სამშვიდობო ინიციატივები.
ვორკშოპი არის ერთ-ერთი ღონისძიება პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.
ქეთი კუჭავა და ანი ქუთათელაძე აქტიური მონაწილეები იყვნენ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგისა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე. იქ ისწავლეს ფასილიტატორობა და მიიღეს დავალება - დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ ვორკშოპი.
ახალგაზრდა ფასილიტატორებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემას მიუძღვნეს ვორკშოპი წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში. ისაუბრეს პრობლემებზე, კონფლიქტის მოგვარების გზებზე, ქალთა სამშვიდობო ინიციატივებზე. იყო ჯგუფური მუშაობები და საინტერესო პრეზენტაციები.
მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.