უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაურთულა დაავადება პოლინა მინულინას. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოსვლის დღიდან ეხმარებოდა ონკოპაციენტს - ექიმებთან ურთიერთობასა თუ სამკურნალო კურსისთვის საჭირო თანხის დაფარვაში. მადლიერიც იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტში გარდაიცვალა. ოჯახი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა და ქალთა ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა კრემაციისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაში.
ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია.
უკრაინიდან ლტოლვილი 470 ადამიანის სახელი და გვარია უკვე ჩვენს საინფორმაციო ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მისწვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გაცემული სიკეთე.
მარტში 35 ოჯახს - 78 ადამიანს - გაეწია დახმარება (სურსათი, ჰიგიენის საშუალებები), გადავიხადეთ 6 ოჯახის კომუნალური გადასახადები.
მარტის რამდენიმე ღონისძიებაზე უკრაინელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს.
განიხილეს, თუ რატომ არის აუცილებელი ქალთა სოლიდარობა,ასევე
ლიდერ ქალებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს.
შეხვედრის ბოლოს კი თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილი პრობლემები და ხარვეზები მიმოიხილეს.
20 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე კი ფორუმ თეატრის თემაზე -ბულინგის საკითხზე იმუშავეს.
შეადგინეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ფორუმ თეატრი დაიდგა.
სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს ისტორიები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკაზე, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გაკვეთილებს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწევები რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის კუთხით. ნახეს ვიდეოსიუჟეტი, რომელიც ქუთაისში გამართული სამოქალაქო ფორუმს აღწერდა. გაეცნენ ამ ფორუმზე სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებულ იდეებს, რომელთა ინტეგრირება ადგილობრივ პროგრამებში უნდა მოხდეს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ადვოკატირების პროცესს, გარდა იმისა, რომ ჯგუფის წევრები თვალს ადევნებენ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების ადვოკატირებას, მათ ასევე აირჩიეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც აპრილიდან შეუდგებიან.
მორიგ შეხვედრაზე ჯგუფი გაეცნო სამოქალაქო ფორუმზე ხონის ჯგუფის მიერ გაწერილ აქტივობებს, რომლებიც რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს. მათ საშუალება ჰქონდათ, ენახათ პროექტის ფარგლებში გადაღებული ორი კლიპი, რომლებიც მათი მუშაობის შედეგებს ასახავს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
მარტის თვეში გამართულ შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალური სოლიდარობის თემასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.,,სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას,,.- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.
მათი სურვილების დიდი ნაწილი მშვიდობას, მათი ოჯახების და ახლობლების კეთილდღეობასა და უკეთესი გარემოს შექმნას უკავშირდება.
ლიდერი ქალები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. რა არის სოლიდარობა და რისთვის გვჭირდება- ამ საკითხებზე იმსჯელეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა წყალტუბოს მეოთხე და პირველ საჯარო სკოლებში.
შეხვედრაზე შესრულდა სავარჯიშოები , გაიმართა დისკუსიაც.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მონაწილეებმა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს გზავნილი- მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.
შეხვედრაზე თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზეც აღინიშნა.
დატვირთულად მუშაობს ხონის ახალგაზრდული კლუბიც.
ფორუმ თეატრის საინტერესო სცენა დაიდგა ხონის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბში, რომლის შექმნაში მთელმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდების თვალით დანახული აქტუალური, მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემები მონაწილეებმა სცენარად აქციეს და ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ მაყურებლის წინაშეც წარსდგებიან.
რა სურთ ქალებს, რაზე ოცნებობენ , რა მიზნები აქვთ , რას გულისხმობს ქალური სოლიდარობა - სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მარტის თვის შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს. ქალბატონებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი გზავნილები-
,,ჩვენთვის უპირველესია მშვიდობა და ჰარმონია ოჯახსა და ქვეყანაში!
ჩვენი სურვილია ახალგაზრდებს ჰქონდეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა!
ჩვენ გვინდა ნაკლები იყოს ქალთა მიგრაცია და შვილები არ იზრდებდნენ დედების გარეშე!,,
ბულინგი ახალგაზრდებში, განსხვავებულის აღქმა და მიუღებლობლობა, გაუცხოების სიმწარით მიღებული სტრესი - ამ ისტორიაზე შექმნილი სცენარით სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა საკუთარი სათქმელი ფორუმ-თეატრის ფორმატით გააჟღერეს.
ახალგაზრდებმა მთელი სიცხადით წარმოაჩინეს ეს აქტულური პრობლემა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე ქალთა სოლიდარობის საკითხზე იმსჯელეს. დამსწრეთა განცხადებით, სოლიდარობასა და ურთიერთთანადგომას დიდი ძალა აქვს.
შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ ჯგუფშიც, სადაც ფორუმ -თეატრის მეთოდით დადგმულ სცენებზე მუშაობა გრძელდება.
ახალგაზრდებმა სცენარი დაწერეს, თემად კი მოზარდებში ბულინგი აირჩიეს.
დასრულდა კამპანია „ქუთაისი დნიპროსთვის“.
ერთი თვის მანძილზე შეგროვდა 30 000 ლარი! თანხა სრულად გადაირიცხა დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე.
შემაჯამებელი ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. მოეწყო ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ორგანიზება გაუკეთა უკრაინელი ქალების მონაწილეობას, რომლებმაც გასაყიდად გაიტანეს თავიანთი კულინარიული და საკონდიტრო ნაწარმი. ეს მათი ნახელავის ერთგვარი რეკლამაც იყო.
ჩვენმა ორგანიზაციამ დნიპროს ფონდში 300 ლარი გადარიცხა. თანხები გადარიცხეს ორგანიზაციის ცალკეულმა წევრებმაც.
მშვიდობა და გამარჯვება დნიპროს და მთელ უკრაინას - ასეთია ჩვენი ორგანიზაციის და კამპანიაში ჩართული ყველა მონაწილის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)